ხელოვნური ინტელექტი ქვეყნის სამსახურში: რისკები და შესაძლებლობები

იმ დროიდან, როცა მანქანა და ფაბრიკა სინონიმები იყვნენ, მსოფლიო კარდინალურად შეიცვალა.

2018-2022 წლის ტექნოლოგიური რევოლუცია ოთხ მთავარ მიმართულებაზე დგას: მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, რომელთან დაკავშირება პრაქტიკულად ნებისმიერი წერტილიდან შეგვიძლია, ხელოვნური ინტელექტი, ე.წ Big Data და ღრუბლოვანი სერვისები. ხელოვნური ინტელექტი არც რამე თამაშია და არც რომელიმე sci-fi ფილმის გმირი. ხელოვნური ინტელექტი რეალობაა და მას  მომავალში შესაძლოა ადამიანთან თანაბარი უფლებებიც კი გაუჩნდეს მოქალაქეობის სახით. მაშ ასე, ვთანხმდებით, რომ ზოგ შემთხვევაში ახალი ტექნოლოგიური რეალობა კანონით დარეგულირებას საჭიროებს.

როგორც წესი, სახელმწიფოს არ ახასიათებს IT ინოვაციებისკენ სწრაფვა. ეს გამოწვეულია ამ პროცესის საკმაოდ მაღალი რისკით და უდიდესი პასუხისმგებლობით, რომელსაც ჯერ-ჯერობით ვერავინ აიღებს საკუთარ თავზე. სახელმწიფო ყოველთვის უკავშედება კონფიდენციალობას, შესაბამისად, სერვერებზე კიბერშეტევის საშიშროებაც დღის წესრიგშია. აღნიშნული საშიშროება ემუქრება როგორც ქვეყნის შიდა სისტემებს, ისე მის ავტორიტეტს საერთაშორისო ასპარეზზე. თუმცა ოტ ველსბერგმა დაამტკიცა, რომ ვითარება არც თუ ისე სავალალოა.

ადამიანმა უნდა აკეთოს მხოლოდ ის, რაც  აზროვნების უნარს საჭიროებს.

მონაცემებთან მუშაობის ესტონელი სპეციალისტი აკვირდება ბალტიისპირეთის ქვეყნების მისწრაფებას 1,3 მილიონი მოქალაქის მომსახურებაში აქტიურად დანერგონ ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლების ტექნოლოგიები. გასული წლის აგვისტოში ესტონეთის მთავრობამ სხვადასხვა სამინისტროებში მომსახურების ოპტიმიზაციისთვის ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მიზნით ვალსბერგი დაიქირავა. ესტონელების ფილოსოფია ასეთია — „ადამიანმა უნდა აკეთოს მხოლოდ ის, რაც აზროვნების უნარს საჭიროებს, დანარჩენი შეგვიძლია მანქანას მივანდოთ“.

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საკითხები საკამოდ კომპლექსურ ხასიათს ატარებენ. აქ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბოტები, რომლებიც საფონდო ბირჟაზე შეთანხმებებს გააფორმებენ, ჭკვიანი მაცივრები, რომლებიც თვითონ ყიდულობენ საკვებს, მანქანები, რომლებიც თავად ჩერდებიან საპარკინგე ადგილზე ან Siri, რომელიც მოგზაურობისთვის ბილეთებს ყიდულობს. Instagram-ის კედლის სურათების თანმიმდევრობაც კი ხელოვნური ინტელექტის ნამოქმედარია.

ხელოვნური ინტელექტი— ავტონომიური სისტემა, რომელიც ამოცანებს ადამიანის ჩარევის გარეშე ასრულებს. იგი გადაწყვეტილებების მიღებისას გარკვეულწილად ადამიანის გონების იმიტაციას ასრულებს და ზოგიერთი ინტელექტუალური ტესტის გავლაც კი შეუძლია.

ალგორითმი ჯერ კიდევ მანქანაა

პირველი საკვანძო საკითხი: შენარჩუნდეს რობოტის ავტონომია თუ მასში მე-3 პირებიც უნდა ჩაერთონ? აქ ფაქტობრივად სამართლებრივი კონფლიქტი იკვეთება, რადგან რობოტს არ შეუძლია საკუთარ ქმედებებსა თუ უმოქმედობაზე აგოს პასუხი. პასუხისმგებლობის საკითხი ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მწვავეა, რადგან  ხელოვნური ინტელექტის შეცდომაში თითის გაშვერით ვერავის დავადანაშაულებთ. მართალია, მისი ალგორითმი ადამიანის  მიერ ინტუიტიური გადაწყვეტილების მიღების მსგავსია, თუმცა ის მაინც ჩვეულებრივ მანქანად რჩება.

რობოტის მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა პირდაპირ კოდზეა დამოკიდებული, რომელიც დეველოპერმა შეადგინა. ამჟამად კი მეცნიერები ასეთი რობოტების შემეცნებითი შესაძლებლობების გაფართოებაზე მუშაობენ. აქედან გამომდინარე ხელოვნური ინტელექტის პასუხისგებაში მიცემა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მისი შემქმნელებიც კი ვერ გაგვცემენ პასუხს იმაზე, თუ რატომ მიიღო მანქანამ ესა თუ ის გადაწყვეტილება.

ხელოვნური ინტელექტი ადამიანისთვის დამახასიათებელი მიზეზ-შედეგობრივი კავშირით არ ხელმძღვანელობს. ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში პასუხისმგებლობის ზღვარის გავლება, ესტონელების აზრით, მხოლოდ საჯარო განხილვით უნდა გადაწყდეს, რადგან ინოვაცია მოქალაქეების ყოველდღიურობაზე აისახება, რომლებისთვისაც ტექნოლოგია კომფორტის საკითხია.

ხელოვნური ინტელექტის უკან ყოველთვის ადამიანი დგას

ადამიანზე ინფორმაციის ანალიზის შედეგად ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ისეთი პერსონალური ინფორმაციაც კი მიიღოს, რომელიც უშიშროების სამსახურისთვისაც კი მიუწვდომელია. უსაფრთხოებისგან განსხვავებით, რომლის უკანაც ყოველთვის სახელმწიფო დგას, ხელოვნური ინტელექტის უკან ყოველთვის ადამიანია. როგორ გამოიყენებს ის თქვენს მონაცემებს, არავინ იცის.

ესტონელები ხელოვნური ინტელექტის და კანონის ერთმანეთთან თავსებადობის მიღწევის მცდელობაში პირველები არ არიან, თუმცა შესაძლოა ისინი იყვნენ პირველები, ვინც ალგორითმს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას კანონით განუსაზღვრავს. ესტონეთი პროაქტიული ქვეყანაა. მასში სახელმწიფო სერვისების მიღება ჩინოვნიკების ჩართულობის გარეშე ხდება. ციფრული სახელმწიფო უწყებები ან ე.წ „სახელმწიფო სმარტფონში“ 1991 წლიდან დაწყებული პროცესის შედეგია. ყველასთვის ნათელია, რომ ხელოვნური ინტელექტის ლეგალიზაციის საკითხს ესტონეთის ხელისუფლება მოქალაქეებთან აქტიურად განიხილავს. ამ ქვეყნას კიდევ ერთი წესი გააჩნია, რომელიც უარყოფს ნებისმიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოქალაქეების ჩართულობის გარეშე.

ესტონეთმა ხელოვნური ინტელექტის დანერგვა 13 სახელმწიფო უწყებაში დაიწყო, რის შედეგადაც ალგორითმს საჯარო მოხელეების ჩანაცვლება შეუძლია. 2020 წლისთვის ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე 50-მდე საჯარო სერვისი გაეშვება.

მაგალითისთვის, ინსპექტორები ყოველ ზაფხულს აღარ ამოწმებენ იმ ფერმერებს, რომლებმაც საკუთარი ნაკვეთის მოთიბვისთვის სუბსიდიით ისარგებლეს. ევროპული კოსმოსური სააგენტო მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით სატელიტიდან გადაღებულ ახალ სურათებს ყოველკვირეულად აგზავნის.

ამის შემდეგ მიღებულ სურათებს სპეციალურად შექმნილი ალგორითმი ამოწმებს და ადგენს მოთიბულია თუ არა ესა თუ ის ნაკვეთი სათანადოდ. ასეთ ნაკვეთზე პირუტყვის შემჩნევის შემთხვევაში ფერმერთან აგზავნიან ინსპექტორს. თიბვის დასრულებამდე ორი კვირით ადრე ავტომატიზირებული სისტემა ფერმერებს სატელიტიდან გადაღებულ მათი ნაკვეთის სურათს ელ.ფოსტაზე  ან სმს-ბმულის სახით უგზავნის. ასეთი სახით სახელმწიფომ ახალი სერვისის გამოყენების პირველ წელს 665 ათასი ევრო დაზოგა.

Tinder-ი სამსახურის მაძიებელთათვის — ასე შეგვიძლია დავარქვათ ესტონეთის მორიგ სახელმწიფო სერვისს. მისი მიზანია დამსაქმებელი და კანდიდატი ერთმანეთს დაუკავშიროს. ადამიანის რეზიუმე რეგისტრირდება მონაცემთა ბაზაში, რის შედეგადაც სპეციალურად შექმნილი ალგორითმი ახდენს ვაკანსიების ანალიზსს და ავტომატურად აგზავნის მოთხოვნას გასაუბრებაზე. სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული სერვისით დასაქმებულთა 72% სამუშაო პოზიციაზე დიდი ხნით რჩებიან. სისტემის დანერგვამდე დასაქმების ცენტრის ეფექტურობა, როცა ვაკანსიას ადამიანები არჩევდნენ მხოლოდ 58%-ს შეადგენდა.

ესტონეთმა საკუთარ პატარა მოქალაქეებზეც იზრუნა და ბავშვების ავტომატური ჩარიცხვის სისტემაც შექმნა. ისინი ავტომატურად ჯერ საბავშვო ბაღში, შემდეგ კი სკოლაში ჩაირიცხებიან. მშობლებს აღარ მოუწევთ გაუთავებელ რიგში დგომა და რეგისტრაციისთვის სპეციალურ პორტალებზე დადასტურების ლოდინი. არასრულწლოვნის შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს ავტომატურად გაეგზავნება. ამისთვის ხელისუფლება მონაცემთა გაცვლის სისტემა X-Road-ს იყენებს, რომელიც მონაცემებს სპეციალურად დაცულ სერვერებზე ინახავს.

ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი საკმაოდ ამბიციური პროექტი მოსამართლე რობოტია, რომელიც შედარებით მარტივ საქმეებს განიხილავს, სადაც კომპენსაციის ოდენობა არ აღემატება 7 000 ევროს. ასეთი სახით მოსამართლეებს მორალური თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის მეტი დრო დარჩებათ.

არაკომერციულმა და დამოუკიდებელმა ორგანიზაცია Watson 2016 Foundation-მა საინტერესო მოსაზრება გააჟღერა. ორგანიზაციამ მოქალაქეებს ურჩია აშშ-ს პრეზიდენტის არჩევისას ანალიტიკური მანქანა IBM Watson-ის არჩევანით იხელმძღვანელონ.

აღნიშნული მანქანის მუშაობა ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპს იმეორებდა. ამ შემთხვევამდე რამდენიმე წლით ადრე „უოთსონის მანქანა“ დღესასწაულებზე საჩუქრების შერჩევის და შეფ-მზარეულებისთვის რეცეპტების შედგენის სერვისს წარმოადგენდა. 2016 წლისთვის კი მას ანალიტიკური ცენტრების მონაცემებზე დაყრდნობით რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაც ასწავლეს.

ხელოვნურ ინტელექტს ემპათიის გათამაშება შეუძლია

ხელოვნურ ინტელექტს არ გააჩნია გრძნობები და შესაბამისად არ გააჩნია ღირებულებების ინდივიდუალური სისტემა. მანქანისთვის „კარგი“ და „ცუდი“ მხოლოდ კოდია. ყველაზე დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის კოდიც კი მითითებული პარამეტრების ფარგლებში მუშაობს. ადამიანი, გადაწყვეტილების მიღებისას აფასებს ვითარებას და მის კონტექსტს. ემპათია ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ შეგვიძლია თანაგრძნობა, განვიცდით სხვების მდგომარეობას.  ემპათიის არარსებობა კი დღეს ფსიქიკურ აშლილობად ითვლება.

ასწავლო მანქანას განიცადოს სხვა ადამიანის მდგომარეობა არა კოდის, არამედ ვითარების ანალიზის საფუძველზე დეველოპერებისთვის საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. ხელოვნური ინტელექტი ვერ დაინერგება იქ, სადაც ჯერ კიდევ საჭიროა ნდობისა და თანაგრძნობის გამოვლენა. მაგალითისთვის ის ვერ გამოდგება მოხუცთა თავშესაფარში, სადაც ადამიანებს სითბო და ზრუნვა აკლიათ. ხელოვნური ინტელექტი ვერც დამრიგებლად გამოდგება, რომელიც მოსწავლეებს საგანთან ერთად ღირებულებათა გარკვეულ სისტემასაც უყალიბებს. იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტი გავაადამიანუროთ უნდა გავცეთ პასუხი მთავარ შეკითხვას „რა აქცევს ადამიანს ადამიანად“.

ხელოვნური ინტელექტი ქვეყნის სამსახურში — მაცდური იდეაა, მაგრამ ვინ იდგება მის უკან? ეს პროცესი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის მასშტაბურ ცვლილებებს გამოიწვევს. მანქანა ვერ იქნება დამოუკიდებელი, მას ცალკე მომსახურების გაწევა ესაჭიროება, როგორიცაა კოდის განახლება და შეცდომების აღმოფხვრა. სახელმწიფო სამსახურებში ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტების დანერგვა ესტონეთის პრეზიდენტის თქმით „ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას უფრო ეფექტურად განვითარდნენ იქ, სადაც მანქანები ვერასოდეს იქნებიან“.

Leave your vote

10 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.