აშშ-ს ისტორიაში უმსხვილეს კიბერდანაშაულში ეჭვმიტანილმა ჰაკერმა ბრალი აღიარა

2018 წელს საქართველოში დაკავებულმა და შემდგომ აშშ-ში ექსტრადირებულმა 36 წლის რუსეთის მოქალაქემ, ანდრეი ტიურინმა  ფინანსური დაწესებულებების წინააღმდეგ განხორციელებულ ყველაზე მასშტაბურ კიბერშეტევებზე პასუხისმგებლობა აიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ტიურინმა JPMorgan Chase & Co-ს და სხვა ორგანიზაციების 80 მილიონამდე კლიენტის ძარცვაში მონაწილეობა აღიარა. კიბერშეტევის შედეგად ჰაკერმა ასობით მილიონი აშშ დოლარი მიითვისა.

ოფიციალურად ტიურინს ბრალი 12 ამერიკული ფინანსური დაწესებულების ძარცვაში ედება, რაც აღკვეთის ღონისძიების სახით 30 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით 2012-2015 წლებში ტიურინის მიერ ამერიკულ კომპანიებზე კიბერშეტევების შედეგად მან თანხასთან ერთად 100 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემიც მიითვისა.

ტიურინი დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად მოქმედებდა, რომლის სამი დანარჩენი წევრი ისრაელში იმყოფებოდა. ორი მათგანი 2015 წელს დააკავეს, ხოლო 2016 წელს ისრაელის ხელისუფლებამ ისინი აშშ-ს გადასცა. ამავე წელს მე-3 ეჭვმიტანილი აშშ-ს ტერიტორიაზე დააკავეს.

ტიურინს განაჩენი ჯერ კიდევ 2015 წელს გამოუტანეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად  საქართველოში დაკავებამდე არ ვრცელდებოდა. ანდრეი ტიურინი 2018 წლის სექტემბერში, ქართულმა მხარემ დააკავა და შემდგომ აშშ-ს გადასცა

Leave your vote

4 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.