Apple-მა Google-ი iOS-ის შავ პიარში დაადანაშაულა

Apple-ის განცხადებით Google-ი iOS-ში აღმოჩენილი მოწყვლადობის შესახებ ინფორმაციის გაზვიადების შედეგად მომხმარებლებში „შიშის გაღვივებას“ ცდილობს.

კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Google-ის მიერ ნახსენები ჰაკერული შეტევა სინამდვილეში ნაკლებად მასშტაბური იყო და მომხმარებელთა უკიდურესად მცირე რაოდენობას შეეხო.

„Google-ის განცხადება, რომელიც iOS-ის შესაბამისი უსაფრთხოების განახლების შემდეგ მხოლოდ ნახევარ წელიწადში გამოქვეყნდა ქმნის ცრუ შთაბეჭდილებას, თითქოს iOS-ის მომხმარებლებზე რეალურ დროში მასობრივად მიმდინარეობს ფარული მიყურადება, რაც iPhone-ის მომხმარებლებში აჩენს შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მოწყობილობა უკვე კომპრომეტირებულია, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს“ —  Apple.

Apple-ის ინფორმაციით მავნე საიტები, რომლებზეც მომხმარებელთა გადასვლა  iOS-მოწყობილობაზე ნაწილობრივი კონტროლის დამყარებას იწვევდა მხოლოდ რამდენიმე თვე ფუნქციონირებდნენ.

Google-ის Project Zero-ს გუნდის წევრების დაკვირვებით, Apple-ის მობილური ოპერაციული სისტემის მომხმარებლები  მსგავსი ტიპის საიტებს დღეში რამდენჯერმე სტუმრობდნენ, რაც შეტევას „მასობრივს“ ხდიდა.

Leave your vote

0 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.