Microsoft-მა Windows 10-ის სექტემბრის განახლებაში ხმის პრობლემის არსებობა დაადასტურა

Windows 10-ის სექტემბრის მინორული განახლების (KB4515384) გამოსვლასთან ერთად მომხმარებლებმა უამრავი პრობლემა მიიღეს. განახლების ინსტალაციის შემდეგ სისტემაში მუშაობას წყვეტს Start ღილაკი, ხოლო თამაშებში თქვენ ხმასთან დაკავშირებულ ხარვეზებს წააწყდებით. ორივე ხარვეზი Microsoft-მა ოფიციალურად აღიარა და საკუთარ დოკუმენტაციაში ამასთან დაკავშირებით განმართება გამოაქვეყნა.

„Microsoft-მა მიიღო მომხმარებლების ნეგატიური გამოხმაურება იმის შესახებ, რომ ზოგ თამაშში ხმა უფრო დაბალია, ვიდრე ეს სექტემბრის განახლების ინსტალაციამდე იყო. ჩვენი პარტნიორების მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ თავსებადობის სისტემაში რამდენიმე ცვლილება შევიტანეთ, რის შედეგადაც თამაშებში მრავალარხიანი ხმის მხარდაჭერა გამოჩნდა. პრობლემის დადასტურებისთანავე განახლებიდან აღნიშნული ცვლილება დროებით ამოვიღეთ, რადგან გაირკვა, რომ ზოგიერთ მოწყობილობებზე მრავალარხიანი ხმა არაკორექტულად მუშაობდა…“

Microsoft-ი ამასთან ერთად პრობლემის დროებითი მოგვარების გზას გვთავაზობს. ამისათვის აუდიო პარამეტრებიდან გათიშეთ მრავალარხიანი რეჟიმი და ვირტუალური გარემო. აღნიშნული ხარვეზები გამოსწორდება მომდევნო განახლებაში, რომელიც სექტემბრის ბოლომდე უნდა გამოვიდეს.

Leave your vote

1 point
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.