in

დიდ ბრიტანეთში „ძროხების Uber“-ი გამოჩნდა

ბრიტანულმა კომპანიებმა SellMyLivestock და Haulage Exchange-მა ფერმერებისთვის სპეციალური ონლაინ-პლატფორმა შექმნეს. ახალი სერვისი პირუტყვის კომფორტულ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

სერვისის შემქმნელების თქმით აპლიკაცია Uber-ის პრინციპით მუშაობს. მისი ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ მგზავრები აქ ადამიანების ნაცვლად ძროხები იქნებიან.

ონლაინ რეჟიმში ცხოველის შეძენისას ფერმერი უთითებს შეკვეთის მიწოდების მისამართს. 24 საათის განმავლობაში გადამზიდავი კომპანიები უგზავნიან დამკვეთს საკუთარი მომსახურების ღირებულებას, რის შემდეგაც ფერმერი აირჩევს მისთვის ხელსაყრელ შემოთავაზებას. შეკვეთის მიღებისთანავე კომპანია განახორციელებს პირუტყვის დანიშნულების ადგილამდე მიყვანას.

ქვეყნის მასშტაბით სისტემაში უკვე 50-მდე გადამზიდი კომპანია დარეგისტრირდა.

წყარო: Farming UK

Written by Anzor Amzoevi

Comments

კომენტარები

Loading…

0

კომენტარები

0 comments

Windows 10-ს “ღრუბულებიდან“ გადაყენების შესაძლებლობა ექნება

Xiaomi Black Shark 2 Pro— სმარტფონი გეიმერებისთვის