Samsung-მა Galaxy Note 10 წარმოადგინა

თუ ადრე წლის მთავარი სმარტფონების პრეზენტაციად Apple-ის ღონისძიება ითვლებოდა, დღეს საკუთარი ფლაგმანების წარსადგენად არანაკლებ გრანდიოზულ ღონისძიებებს ატარებს სმარტფონების პოპულარული მწარმოებელი— Samsung-ი.

კომპანიამ საკუთარი ახალი ფლაგმანი— Galaxy Note 10 ნიუ-იორკში წარმოადგინა.

ერთი წლის წინ სკეპტიკოსები Samsung-ის Note ხაზის დახურვას ვარაუდობდნენ, რადგან მათი აზრით აღნიშნულმა მოდელმა საკუთარი თავი ამოწურა და დღეს ის მხოლოდ სტილუსის მოყვარულებსა და ენთუზიასტებში იწვევს ინტერესს. ვარაუდობდნენ და შეეშალათ, რადგან Samsung-ისთვის დღეს ბაზარზე Galaxy S10-თან ერთად Note 10-ც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია.

ამჯერად კომპანიამ ერთი მოდელის ორ ფერში გამოშვების ნაცვლად ის ორი სხვადასხვა ზომითა და 4 განსხვავებულ ფერში წარმოადგინა. Note 10-ის ტექნოლოგიების კრებული ნამდვილად საინტერესო გამოდგა. აღნიშნულ მოდელში შესანიშნავი ეკრანი, კამერა და სტილუსის უნიკალური ფუნქციონალი დაგხვდებათ. ეკრანის ზომებია 6,3 (სტანდარტული ფაბლეტი) და 6,8 დიუმი (Note 10-ის ვერსია შემოქმედებითი ადამიანებისთვის).

სურათი: Chris Velazco/Engadget

ამიერიდან სტილუსს Bluetooth-თან ერთად ჟესტების მხარდაჭერის მქონე მოძრაობის სენსორიც შეემატა.

ცხადია აღნიშნული ფლაგმანის გამოშვებით Samsung-მა ჩინელებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ტექნოლოგიებში მათთან ჭიდილი არ გამოუვათ. ცხადია, არავინ ელოდება Note 10-ის რეკორდულ გაყიდვებს, თუმცა ასეთი მძლავრი ფლაგმანის ბაზარზე არსებობით Samsung-მა ტექნოლოგიური ლიდერის ადგილი „დაიჯავშნა“.

გაყიდვების შედეგებს რაც შეეხება, აქაც დანამდვილებით ჯერ ვერაფერს ვიტყვით. მარტო ის სიახლე რად ღირს, რომ სტილუსის გამოყენებით მომხმარებელს ვიდეოში „ბოკეს“ ეფექტის დადება შეუძლია. ამასთან ერთად აღსანიშნავია კამერის მიერ ოპტიკური სტაბილიზაციის ავტომატური გააქტიურება იმ შემთხვევებში, როცა სმარტფონი წინასწარ „იგრძნობს“ შესაძლო არასასურველ მოძრაობას.

ფლაგმანის პრეზენტაციისას ნაჩვენები იყო Note 10-ის კამერით გადაღებული ერთ-ერთი ვიდეობლოგერის რგოლი, რომელმაც საკუთარი ვლოგი S Pen-ის გამოყენებით ჩაწერა. არ გამოვრიცხავთ, რომ Note 10 მსგავსი ფუნქციონალით YouTube-ის აქტიურ ბლოგერებს შორის დიდ პოპულარობას მოიპოვებს.

გარდა ამისა, S Pen-ის შიგნით ჩაშენებული სუპერკონდენსატორი სტილუსის უფრო სწრაფ დამუხტვას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ სტილუსი ავტონომიურ რეჟიმში 11 საათამდე ძლებს.

Samsung Galaxy Note 10 და Galaxy Note 10 Plus

სურათი: Engadget

Galaxy Note 10-ის საბაზისო ვერსიამ გვერდებში მოღუნული 6,3-დიუმიანი, ხოლო Note 10 Plus-მა 6,8-დიუმიანი Dynamix AMOLED-დისპლეი მიიღო. ფლაგმანის შიგთავსი დაკომპლექტებულია (მაქს.) 12 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებითა და Snapdragon 855 ან Exynos 9825 SoC პროცესორებით. საქართველოში, როგორც წესი Exynos-ზე მომუშავე მოდელს ვიხილავთ.

სმარტფონმა აგრეთვე კამერის სამმაგი მოდული მიიღო, ესენია: 12 მპ (ძირითადი), 16 მპ (ფართოკუთხოვანი) და 12 მპ (ტელეობიექტივი 2-მაგი ოპტიკური ზუმით). ელემენტის მოცულობამ საბაზისო Note 10-ში 3500 mAh (მილიამპერი საათში), ხოლო Note 10 Plus-ში 4300 mAh (მილიამპერი საათში) შეადგინა.

ახალ ფლაგმანებში თქვენ ვეღარ იხილავთ ყურსასმენების ტრადიციულ 3,5-მმ-იან ბუდეს. იგი USB-C პორტით ჩანაცვლდა. სავარაუდოდ Note 10-მა ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის ულტრახმოვანი სკანერი მიიღო, რომელიც ეკრანის დაბლოკვაზე ზრუნავს.

ფლაგმანის დაკავშირება გარე მონიტორებთან Samsung DeX ფუნქციის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ასეთი სახით სმარტფონის გამოყენება სამსახურეობრივადაც უფრო მოსახერხებელი გახდა.

გავრცელებული ჭორების მიუხედავად Galaxy Note 10 Plus-ის სტილუსს კამერა არ ექნება.

ფლაგმანის საწყისი ფასი საქართველოში ჯერ-ჯერობით უცნობია. აღნიშნულ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

რა ვიხილეთ პრეზენტაციაზე სმარტფონების გარდა?

პრეზენტაციის საღამოს ერთ-ერთ სიურპრიზად სცენაზე Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის, სატია ნადელას გამოჩენა იქცა. მან კომპანიებს შორის არსებულ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

satya nadella on stage samsung 10 note-ის სურათის შედეგი
სცენაზეა სატია ნადელა

დიახ, Samsung-მა Windows 10-ზე მომუშავე ახალი ლეპტოპიც წარმოადგინა, რომელზეც ცალკე სტატიაში ვისაუბრებთ.

ამის შემდეგ კომპანიამ ჭკვიანი საათების განახლებული სერიაც წარმოადგინა. საინტერესოა, რომ აღნიშნული საათების პირველი თაობა კომპანიამ ზუსტად 6 თვის წინ წარმოადგინა.

samsung new watches note 10 event-ის სურათის შედეგი
Samsung Watch Active 2

Watch Active ახალი სერიის საათები 40 და 44 მმ-იანი Super AMOLED (360×360) ეკრანებით გაიყიდება. ახალი თაობის საათს ელექტროკარდიოგრამის, ვარდნის სენსორის და მოკლედ, თითქმის ყველა იმ სიახლის მხარდაჭერა ექნება, რაც ბოლო Apple Watch-ში ვიხილეთ.

მახასიათებლები:

  • ოპერატიული მეხსიერება: 768 მბ
  • შიდა მეხსიერება: 4 გბ
  • ელემენტი: 247 mAh (40 მმ-იანი ეკრანისთვის) და 340 mAh (44 მმ-იანი ეკრანისთვის)
  • Gorilla Glass 5

რა ბედი ეწია დრეკად Galaxy Fold-ს?

Samsung-ის დრეკადი ინოვაციური სმარტფონის, Galaxy Fold-ის ტრაგიკული ჩავარდნის შემდეგ მომხმარებლები Note 10-ის პრეზენტაციაზე განმარტებებს ელოდებოდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხერხდა ჩავარდნილი სმარტფონის კონსტრუქციის ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა. თუმცა სამწუხაროდ ამაზე არავის უსაუბრია.

გასულ კვირაში Samsung-ის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ Galaxy Fold დახლებზე 2019 წლის სექტემბერში დაბრუნდება.

Galaxy Fold-ში გაუმჯობესდა ეკრანისა და საკეცი მექანიზმის დაცვა, ასევე მისი მდგრადობა. გადაკეთდა UX-ინტერფეისი და განხორციელდა მცირე ვიზუალური ცვლილებები, რათა არ განმეორდეს ის, რაც უკვე ერთხელ ვიხილეთ.

Leave your vote

0 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.