Your Phone აპლიკაცია Galaxy Note 10-თან Bluetooth-კავშირის გარეშე იმუშავებს

Samsung Galaxy Note 10-ის პრეზენტაციის დროს კომპანიის წარმომადგენლებმა Microsoft-თან ერთად სამაგიდე და მობლიურ სამომხმარებლო გარემოებს შორის ბარიერების მოხსნაზე ისაუბრებს. აღნიშნული ურთიერთქმედება ორ ეკოსისტემას შორის Windows 10-ის აქტიური მომხმარებლებისთვის ნაცნობი აპლიკაცია Your Phone-ის საშუალებით მიიღწევა. იგი კომპიუტერს სმარტფონთან აკავშირებს და მისი მარტივად მართვის შესაძლებლობას იძლევა.

Windows Link— სმარტფონის სწრაფი დაკავშირების შესაძლებლობა Windows 10-თან

აპლიკაცია Your Phone მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სმარტფონებზე მუშაობს, რომლებსაც Bluetooth LE ტექნოლოგიის მხარდაჭერა გააჩნიათ. ამგვარად Windows 10-ზე მომუშავე კომპიუტერთან Android მოწყობილობის მონაცემების სინქრონიზაციის გარდა თქვენ მისი მართვის და ეკრანის ტრანსლირების შესაძლებლობაც გეძლევათ.

Galaxy Note 10-ს რაც შეეხება, მისი Windows 10-თან დაკავშირება თქვენ Bluetooth LE-ს გამოყენების გარეშეც შეგიძლიათ. გარდა ამისა, Windows Central-ის რედაქტორები Galaxy Note 10-ისა და Windows 10-ის ერთობლივი მუშაობას საუკეთესოდ აფასებენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ Galaxy Note 10-ის ფუნქცია „Windows Link“, რომელიც Windows 10-ზე მომუშავე კომპიუტერთან ფლაგმანის დაკავშირების პროცესს ამარტივებს, მოგვიანებით Samsung-ის შედარებით მოძველებულ სმარტფონებზეც გამოჩნდება.

Leave your vote

0 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.