Google-ი მომხმარებლებს საფინანსო მომსახურებას საკუთარ პლატფორმაზე შესთავაზებს

Google ბოლო ტექნოლოგიური გიგანტია, რომელიც საფინანსო მომსახურების ბაზარზე გადის.

კომპანია Google-ი მომხმარებლებისთვის საბანკო ანგარიშების საკუთარ პლატფორმაზე გახნის სერვისს ამზადებს.

პროექტი Cashe-ის პარტნიორები Citigroup Inc. და სტენფორდის უნივერსიტეტის საკრედიტო კოოპერატივი არიან. სამომავლოდ კი თანამშრომლობის გაფართოება სხვა საფინანსო ორგანიზაციებთანაც იგეგმება.

Google-ის საფინანსო პარტნიორებმა თანამშრომლობის ფარგლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ოპერაციების კონტროლი უნდა უზრუნველყონ.

ახალი სერვისი მომხმარებლების საკუთარ ანგარიშთან წვდომას Google Pay-ის საშუალებით უზრუნველყოფს. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ საბანკო მომსახურების მონაცემები მკაცრად კონფიდენციალური იქნება.

McKinsey & Co.-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა 58% მზადაა ენდოს Google-ის საფინანსო მომსახურებას.

Google-ი ბოლო ტექნოლოგიური გიგანტია, რომელმაც ფინანსური მომსმახურების ბაზარზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანია Apple-მა უკვე შექმნა საკუთარი საკრედიტო ბარათი, Facebook-ი კრიპტოვალუტა Libra-ს განვითარებაზე მუშაობს, ხოლო Amazon-ი Google-ის მსგავსად საკუთარ პლატფორმაზე საბანკო ანგარიშების გახსნის შესაძლებლობაზე მუშაობს.

გარდა ამისა, Facebook-მა ახალი გადახდის სისტემა რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა.

Leave your vote

0 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.