რუსეთი ვიკიპედიას „უფრო სანდო“ ენციკლოპედიით ჩაანაცვლებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიკიპედიის მისი რუსული ანალოგით ჩანაცვლებას ითხოვს.

ექპსერტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი პროექტი ქვეყანას სულ მცირე $26 მილიონი დაუჯდება.

ვიკიპედიასთან დაკავშირებით, ამაზე უკვე ვისაუბრეთ…სჯობს იგი „დიდი რუსული ახალი ენციკლოპედიით“ ჩავანაცვლოთ. ის იქნება ყველაზე სანდო და თანამედროვე რესურსი“— აცხადებს პუტინი.

რუსული „ვიკიმედიის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით ვიკიპედიაში დაგროვილი ცოდნა გაცილებით დიდი და მრავალფეროვანია, ვიდრე „დიდი რუსული ენციკლოპედია“.

ვიკიპედიის ჩანაცვლების განხილვა რუსეთში 2016 წლიდან მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2020-2022 წლებში უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბრიდან დუმამ რუსეთში ინტერნეტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კანონპროექტის, ე.წ „სუვერენული რუნეტის“ ძირითადი ნაწილი მიიღო.

დოკუმენტი ინტერნეტ-პროვაიდერებს „როსკომნადზორის“ მიერ  მათთვის გადაცემული ტექნიკის დაყენებას ითვალისწინებს. კანონის მიხედვით „როსკომნადზორს“ რუსეთში ინტერნეტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქსელის ცენტრალიზებული მართვის ბერკეტი ექნება.

აღნიშნული ბერკეტი უწყებას რუსეთის გლობალური ქსელიდან გათიშვის შესაძლებლობას აძლევს. ძირითად დროს „როსკომნადზორი“ აკრძალული ვებ-რესურსების დაბლოკვით იქნება დაკავებული.

ცენზურა შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულად ან ნაწილობრივ გავრცელდეს, რადგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ძირითადად რუსული ინტერნეტ-პროვაიდერები ან მათი შვილობილი კომპანიები ოპერირებენ.

Leave your vote

0 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.