Chrome-ი „მძიმე“ რეკლამის დაბლოკვის ფუნქციას მიიღებს

კომპანია Google-ი საკუთარ ბრაუზერში რეკლამის დაბლოკვის ფუნქციის ჩაშენებას გეგმავს. თუმცა აღნიშნული სიახლე სარეკლამო კონტენტს სრულად მაინც არ დაბლოკავს.

რას დაბლოკავს Chrome-ი?

დაბლოკვის ფუნქცია შეიქმნა „მძიმე“ რეკლამისთვის, რომელიც ბევრ რესურსს მოიხმარს და ამით  ბრაუზერის მუშაობას ანელებს.

Google-ის ინფორმაციით, დაიბლოკება მხოლოდ ის რეკლამა, რომელიც იყენებს პროცესორის დროის 0,1%-ზე მეტს, ტვირთავს პროცესორს წუთში 0,1%-ზე მეტით ან იყენებს ქსელის გამტარუნარიანობის 0,1%-ზე მეტს.

დაბლოკილი რეკლამის ნაცვლად გამოჩნდება განმარტება, თუ რატომ წაშალა ბრაუზერმა ესა თუ ის რეკლამა.

ვისაც სრულად სურს რეკლამისგან გათავისუფლება, მაშინ მათ კვლავინდებურად მოუწევთ uBlock Origin, Ghostery ან Adblock Plus-ის გამოყენება.

როდის გამოვა?

„მძიმე“ რეკლამის დაბლოკვის ფუნქცია საცდელ Chrome Canary 80-ში უკვე მუშაობს. სტაბილურ ვერსიაში კი ის Chrome 80-ის გამოსვლასთან ერთად გამოჩნდება.

წყარო: GitHub

Leave your vote

1 point
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.