iOS 13-ში თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები შეიძლება შემთხვევით უცხო პირთან აღმოჩნდეს

აღარავისთვისაა საიდუმლო, რომ Apple-ის მიერ iOS 13-ის რელიზი ერთ-ერთი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მასში აღმოჩენილი შეცდომებისა და უსაფრთხოების სისუსტეების სიმრავლე ყოველდღიურად იზრდება. ტექნოლოგიური მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ iOS 13-ში აღმოჩენილი კრიტიკული შეცდომები სისტემის გამოყენებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.  ამის გამო Apple-მა iOS 13.1-ის გამოშვება რამდენიმე დღით უკან გადმოწია.

თუმცა მომდევნო სისტემური განახლების თარიღის გადმოწევა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ iOS 13-ს დღეს სერიოზული უსაფრთხოების ხარვეზებიც აქვს. ამის გამო აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა გაფრთხილება, სადაც უწყება მომხმარებლებს iOS 13-მდე განახლებისგან თავის შეკავებას ურჩევს. ეს ყველაფერი არაა, რადგან დღეს Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა Apple-ის მობილური ოპერაციული სისტემის ბოლო განახლებაში კიდევ ერთი კრიტიკული შეცდომა აღმოაჩინა. მომხმარებლის თქმით, iTunes-ში საკრედიტო ბარათის შეცვლისას მას საკუთარი მოანცემების ნაცვლად სრულიად უცხო ადამიანის საბანკო ბარათის მონაცემები დახვდა.

როგორც u/Thanamite ამბობს,  ბარათი ილინოისის შტატში მცხოვრებ ქალბატონს ეკუთვნის. ბარათზე წვდომის მიღების შედეგად გაუგებრობაში მყოფი მომხმარებლის ხელში აღმოჩნდა ისეთი სახის მონაცემები, როგორიცაა საცხოვრებელი მისამართი და საკრედიტო ბარათის ნომერი. ეს ინფორმაცია ბარათიდან თანხის თავისუფლად გახარჯვის შესაძლებლობას იძლევა. Reddit-ზე მსგავსი ისტორია სხვა მომხმარებელმაც გამოაქვეყნა.

ორივე მომხმარებელმა Apple-ს უკვე შეატყობინა აღნიშნული შეცდომის შესახებ. კომპანიაში აცხადებენ, რომ იციან პრობლემის შესახებ და აქტიურად მუშაობენ მის აღმოფხვრაზე. ამჟამად უცნობია გამოსწორდება თუ არა ხარვეზი iOS 13.1-ში. Apple-ს ამ ინციდენტთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

Leave your vote

4 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.