Microsoft-მა საკეცი მოწყობილობებისთვის სითხით სავსე სახსარი დააპატენტა

Microsoft ორი ეკრანის მქონე საკეც Surface-მოწყობილობაზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, 2 ოქტომბერს ჩვენ Surface ხაზის ახალ მოწყობილობას ვიხილავთ, რომელზეც ქსელში უამრავი ჭორი და მასთან დაკავშირებული დარეგისტრირებული პატენტების დოკუმენტაცია დღემდე ვრცელდება.  რამდენიმე დღის წინ, როცა Surface „Centaurus“-ის ანონსამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება, ქსელში მორიგი პატენტის შესახებ ახალი ცნობები გავრცელდა. აღნიშნულ პატენტში Microsoft-ი დეტალურად აღწერს საკეცი 2-ეკრანიანი მოწყობილობის სახსარის (ინგ. hinge) სითხით შევსების იდეას, რის შედეგადაც გადაკეცვის ადგილას მცირდება ეკრანისთვის არასასურველი წნევა.

პატენტის აღწერა

სითხე ავსებს სივრცეს საკეცი ეკრანის გარშემო, რათა გამარტივდეს გადაკეცვის და მისი ფიქსირების პროცესი სხვადასხვა მდგომარეობაში. პატენტში აღწერილია ორი ძირითადი ნაწილისგან შემდგარი და ერთმანეთთან მექანიკური სახსარით შეერთებული მოწყობილობა, რომლის ზედა საფარს  დრეკადი OLED ეკრანი იკავებს.

სითხით შევსებული სახსარი ეკრანს არასასურველი წნევისგან, ხოლო უშუალოდ მექანიზმს არასასურველი მტვრისგან დაიცავს. მაგალითისთვის, Samsung-ს საკუთარი საკეცი სმარტფონის გაყიდვების შეჩერება ზუსტად არაეფექტური სახსარის გამო მოუწია, რომელიც მალევე ბინძურდებოდა და ამით ეკრანსაც აზიანებდა. Microsoft-ს აღნიშნული შეცდომის გამეორება არ სურს და ამაში მას ზუსტად სითხით შევსებული საკეცი მექანიზმი დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ პატენტი Microsoft Technology Licensing-ის მიერაა დარეგისტრირებული, რაც დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ კომპანია ტექნოლოგიის ლიცენზირებას პარტნიორი მწარმოებლებისთვისაც უზრუნველყოფს. Microsoft-ისთვის ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა კომპანია საკუთარ გამოგონებებს მწარმოებლებს ლიცენზირების წესით გადასცემს. მაგალითად, კომპანიამ Surface Pro-ს საკეცი მექანიზმით სარგებლობის უფლება რამდენჯერმე გასცა.

Microsoft-ის პატენტები იშვიათად აღწერენ გაყიდვებისთვის გამზადებულ მოწყობილობას. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ, Surface Studio-ს შემთხვევაში მოხდა. აქედან გამომდინარე 100%-იანი სიზუსტით ვერავინ იტყვის, რომ ახალი ფორმ-ფაქტორის მოწყობილობაში ჩვენ სითხით სავდე საკეც მექანიზმს ვიხილავთ. გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპანიამ აღნიშნული მოწყობილობა ისევე წარმოადგინოს, როგორც ამას  Surface Pro 7, Surface Laptop 3 და სხვა ჩვენთვის ნაცნობი მოწყობილობების შემთხვევაში გააკეთებს.  დიდი ალბათობით ეს იქნება ანონსი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რაზეც Microsoft-ში მუშაობენ, რათა შექმნან  ახალი ფორმ-ფაქტორის მობილური კომპიუტერები Windows-ის ბაზაზე.

2 ოქტომბრის პრეზენტაციის ყურება შეგიძლიათ Microsoft-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ტრადიციულად, MSinfo-სთან ერთად ამ საინტერესო პრეზენტაციის დიდ ეკრანზე პირდაპირ ეთერში ყურების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. თბილისში ღონისძიების ჩატარების დეტალები უკვე ცნობილია ლოკაცია— ტექნოპარკი, ინოვაციების ქ.7.

შეკრების დრო: 17:30

გარდა ამისა პარალელურ რეჟიმში ჩვენს ვებ-გვერდზე ტექსტური ტრანსლაცია იქნება ხელმისაწვდომი.

Leave your vote

3 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.