in

Magti-მ eSIM სერვისი გაააქტიურა

eSIM წარმოადგენს სტანდარტული ფიზიკური SIM ბარათების სრულიად ახალ, ციფრულ ალტერნატივას, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ თქვენი ნომრით და მობილური ოპერატორის ყველა სერვისით ფიზიკური SIM ბარათის გამოყენების გარეშე.

ჩვეულებრივ SIM ბარათთან ერთად შესაძლებელია eSIM-ის გააქტიურება და ორი ნომრით ერთდროულად სარგებლობა.“ — ნათქვამია Magti-ს ბლოგში.

აღსანიშნავია, რომ ციფრული SIM ბარათის გამოყენება უკვე შესაძლებელია ისეთ უახლეს სმარტფონებსა და მოწყობილობებზე, როგორებიცაა: iPhone XS, XS Max, XR, Apple Watch (Series 3, 4)და Pixel 3.

UPDATE: შესაძლოა ზოგიერთი Android სმარტფონის მწარმოებელი ზღუდავდეს eSIM-ის მხარდაჭერას საქართველოში. Pixel 3-ზე ტესტირებისას აღნიშნული სერვისის გააქტიურება წარუმატებლად დასრულდა.

eSIM-ის ღირებულება და სხვა დეტალები იხილეთ ოფიციალურ ჩანაწერში.

მხარდაჭერილი მოწყობილობების სიას ვაზუსტებთ, სტატია განახლების პროცესშია.

Written by Anzor Amzoevi

Comments

კომენტარები

Loading…

0

კომენტარები

0 comments

Apple-მა iPhone-ების გაყიდვების ანტირეკორდი მოხსნა

Facebook-ი Instagram-ს და WhatsApp-ს სახელს უცვლის