როგორი იქნება Xiaomi Mi Mix Alpha

დღეს, 24 სექტემბერს კომპაია Xiaomi საკუთარ ახალ ფლაგმანს, Mi Mix Alpha (იგივე Mi Mix 5G)-ს წარმოადგენს. ამჯერად კომპანიამ პრეზენტაციამდე დუმილის შენარჩუნება გადაწყვიტა და ვრცელი ინფორმაციის ნაცვლად აუდიტორიას მხოლოდ მინიშნებების შემცველი პოსტერები შესთავაზა.

გაირკვა, რომ სმარტფონს საბოლოოდ Mi Mix Alpha ერქმევა და არა Mi Mix 5G. Mi Mix ხაზის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, Alpha მოდელიც უჩვეულო დიზაინით გამოირჩევა. Xiaomi-ს თუ დავუჯერებთ, ახალი მოწყობილობა სმარტფონების ბაზარზე რევოლუციას მოახდენს. აქედან გამომდინარე არაა გამორიცხული, რომ კომპანია კომერციული მოდელის ნაცვლად მხოლოდ კონცეფტს გვაჩვენებს.

ერთ-ერთი პოსტერიდან ირკვევა, რომ სმარტფონის ეკრანი მის წიბოებს მაქსიმალურად დაფარავს  — Vivo Nex 3 და Huawei Mate 30 Pro-ზე მეტადაც კი. ასევე ოფიციალურად დასტურდება, რომ მოწყობილობის წინა მხარეს დისპლეი 100%-ით დაფარავს.

გარდა ამისა, Xiaomi-ს წარმომადგენლები Weibo-ში კითხულობენ: „დისპლეის 100%-იანი დაფარვა უკვე ზღვარია?“

კიდევ ერთ პოსტერში ვხედავთ Ti (ტიტანს), SiO2 (სილიკონის დიოქსიდს) და AI2O3 (ალუმინის დიოქსიდს). შესაძლოა ეს არის მინიშნება Xiaomi Mi Mix Alpha-ს შექმნისას გამოყენებულ ელემენტებზე ან მოწყობილობის ფერებზე.

შემდეგი პოსტერი მოწყობილობის წინა კამერაზე მიგვანიშნებს. Xiaomi აქ სვამს კითხვას კამერის შესაძლო განლაგების ვარიანტებით და შეკითხვას მრავალწერტილით აბოლოვებს . დიდი ალბათობით ჩინურმა კომპანიამ აქაც საკუთარი ალტერნატივა მოიფიქრა.

Mi Mix Alpha-ს შიდა პრეზენტაციიდან გავრცელდა კიდევ ერთი სლაიდი, რომელზეც დიდი ალბათობით აღნიშნული ფლაგმანის კონცეფტი ჩანს…

შეგახსენებთ, რომ Xiaomi-ს ახალი სმარტფონი დიდი ალბათობით ეკრანქვეშა სკანერის მქონე OLED-დისპლეის,  5G კავშირის მხარდაჭერს მქონე Snapdragon 855 Plus პროცესორს და 12 გბ ოპერატიულს მიიღებს. სმარტფონს ასევე  108 მპ-იანი Samsung ISOCELL Bright HMX ლინზა გამოარჩევს, რომელიც სმარტფონში 16-მეგაპიქსელიან ფართოკუთხოვან და 12-მეგაპიქსელიან პერისკოპულ ტელეობიექტივთან ერთად განლაგდება.

Leave your vote

3 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.