Xiaomi-მ უჩვეულო სმარტფონი Mi Mix Alpha წარმოადგინა

კომპანია Xiaomi-ს გენერალურმა დირექტორმა, ლეი ცზუნმა ჩინეთში გამართულ პრეზენტაციაზე Mi Mix ხაზის ახალი ფლაგმანი, Alpha წარმოადგინა.

კომპანია ირწმუნება, რომ ეკრანი მოწყობილობის ზედაპირის 180,6%-ს იკავებს.

Alpha-ს ეკრანის ერთიანობას კამერის მოდული არღვევს. ეკრანის ის ნაწილი, რომელიც წიბოების ადგილს იკავებს, ჩვენთვის ნაცნობი ხმის აწევა-დაწევის ღილაკებით, ქსელის, ბატარეის და სხვა ინფორმაციული ნიშნებით შეივსო, თუმცა აპლიკაციის შესაბამისად მათი ფუნქციები და განლაგება შეიძლება იცვლებოდეს.

Image

Mix Alpha-ში კამერის სახით Samsung-ის ახალი 108-მეგაპიქსელიანი სენსორი გამოიყენება. Samsung-ის სხვა სენსორების მსგავსად პიქსელები აქაც 2×2-ზე ერთიანდებიან, რათა ცუდი განათების პირობებში სინათლის მაქსიმალური აღქმა შენარჩუნდეს. ასეთ შემთხვევებში სმარტფონი 27 მპ-იან სურათებს შექმნის.

Image

სმარტფონის კამერისთვის Mix Alpha-ს სენსორი უჩვეულოდ დიდია, რაც წესით სინათლის კარგ მგრძნობელობასაც უზრუნველყოფს. სმარტფონში თქვენ ვეღარ ნახავთ წინა კამერას, რადგან სელფისთვის მხოლოდ სმარტფონის შემობრუნება მოგიწევთ. ასე და ამგვარად წინა და უკანა კამერა აქ 108 მეგაპიქსელიანი იქნება.

Image

რაც შეეხება სმარტფონის სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს, ფლაგმანმა მიიღო Qualcomm Snapdragon 855+, 5G კავშირის მხარდაჭერა, 12 გბ ოპერატიული და 512 გბ შიდა მეხსიერება, 40 ვტ-იანი ელემენტის დამუხტვის შესაძლებლობა და 4050 mAh (მილი ამპერი/საათში) მოცულობის ბატარეა. ბოლო მახასიათებლიდან გამომდინარე, როგორც ჩანს Xiaomi-ი ვერ ხედავს ეკრანის მეორე ნაწილის მუდმივი მოხმარების  საჭიროებას.

როგორც ვვარაუდობდით, Mi Alpha წარმოადგენს „კონცეფტუალურ სმარტფონს“ რომლის მასშტაბურ გაყიდვების დაწყებას უახლოეს პერიოდში კომპანია არ გეგმავს. Mi Mix Alpha ბაზარზე 19 დეკემბერს და ისიც შეზღუდული რაოდენობით გამოჩნდება , ხოლო მისი ფასი დაახლოებით $2800 იქნება.

Leave your vote

6 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.