Microsoft-მა ოქტომბრის ღონისძიების თიზერი გამოაქვეყნა

საკუთარი Twitter-ის ანგარიშზე პენოს პანაიმ Microsoft-ის ნიუ-იორკში დაგეგმილი 2 ოქტომბრის ღონისძიებაზე კიდევ ერთი მოსაწვევი გამოაქვეყნა. ახალ მინიშნების შემცველ პოსტერიდან ჩვენ ვიგებთ ღონისძიების ჩატარების ზუსტ დროს (18:00 თბილისის დროით).

ამჯერად ღონისძიებას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელაც დაესწრება. აღსანიშნავია, რომ Surface ხაზის წინა ღონისძიებაში მას მონაწილეობა არ მიუღია, რაც ლოგიკური იყო, რადგან მაშინ დაანონსებულ სიახლეებში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ამჯერად კი კომპანიის მენეჯმენტის მაქსიმალური ჩართვა მიგვანიშნებს იმაზე, რომ Microsoft-ი ნამდვილად გრანდიოზულ წვეულებას გვიმზადებს.

რას უნდა ველოდოთ პრეზენტაციაზე?

Microsoft-თან დაახლოებული წყაროების ცნობით, Surface-ის ბრენდის ისტორიაში პირველად ჩვენ ვიხილავთ Microsoft-ის ლეპტოპს, რომელიც ამჯერად AMD-ს პროცესორზე იმუშავებს. დიდი ალბათობით ჩვენ Surface Laptop-ში Ryzen-ს ვიხილავთ. გარდა ამისა კომპანია წარმოადგენს Qualcomm-ის პროცესორზე მომუშავე Surface-პლანშეტს, ხოლო განახლებული Surface Pro კვლავ Intel-ზე იმუშავებს, მაგრამ (როგორც იქნა) USB-C-საც მიიღებს.

პენოს პანაიმ საკუთარ პოსტში აღნიშნა, რომ 2019 წლის 2 ოქტომბრის ღონისძიებაზე კომპანია არამხოლოდ ახალი მოწყობილობების, არამედ Surface მოწყობილობებთან მუშაობის ახალი გამოცდილების შესახებაც მოგვითხრობს. ვინაიდან ARM პროცესორზე მომუშავე Surface მოწყობილობის გამოჩენამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება, კომპანიას დიდი ძალისხმევა დასჭირდება იმისთვის, რომ პოტენციურ მომხმარებლებს ამ მოწყობილობის განსაკუთრებული მხარეები დაანახოს და არ შემოიფარგლოს ზედაპირული ეიფორიით. ვინც ბოლო წლების განმავლობაში აკვირდება Microsoft-ის ირგლივ განვითარებულ მოვლენებს მიხვდება, რომ აქ საუბარია დასაკეც მოწყობილობაზე ორი ეკრანით. აღნიშნული ფორმ-ფაქტორის მოწყობილობის შემუშავება კომპანიის სამზარეულოში ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ასევე ცნობილია, რომ Surface “Centaurus” უკვე წარუდგინეს თანამშრომლებს და მათი რეაქციიდან გამომდინარე საქმე ნამდვილ რევოლუციასთან გვაქვს.

ასევე ცნობილია, რომ Microsoft-ი მუშაობს Windows-ის ახალ ვერსიაზე, რომელმაც კოდური სახელწოდება „Lite“ მიიღო. ამ მიმართულებით კორპორაცია  Intel-თან და სხვა OEM-პარტნიორებთან თანამშრომლობს.

2 ოქტომბრის პრეზენტაციის ყურება შეგიძლიათ Microsoft-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ტრადიციულად, MSinfo-სთან ერთად ამ საინტერესო პრეზენტაციის დიდ ეკრანზე პირდაპირ ეთერში ყურების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. თბილისში ღონისძიების ჩატარების დეტალები უკვე ცნობილია ლოკაცია— ტექნოპარკი, ინოვაციების ქ.7.

შეკრების დრო: 17:30

გარდა ამისა პარალელურ რეჟიმში ჩვენს ვებ-გვერდზე ტექსტური ტრანსლაცია იქნება ხელმისაწვდომი.

Leave your vote

3 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.