Microsoft-ის პრეზიდენტი აშშ-ს დამოკიდებულებას Huawei-ს მიმართ „არაამერიკულს“ უწოდებს

Microsoft-ის მთავარი იურიდიული მრჩეველი, ბრედ სმიტი საკუთარ ახალ წიგნში, სახელწოდებით „Tools and Weapons: The Promise and the Peril of the Digital Age“  აშშ-ს მთავრობის დამოკიდებულებას Huawei-ს მიმართ „არაამერიკულ“ ქმედებად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მაისში აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ  Huawei იმ ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომლებსაც ამერიკული კომპანიებისგან ნებისმიერი სახის პროდუქტისა თუ სერვისის, მათ შორის Microsoft-ისა და Google-ის პროგრამული უზრუნველყოფის შეძენის უფლება ეზღუდებათ. აღნიშნული შეზღუდვის მიზეზად „ქვეყნისთვის დამაზიანებელი საქმიანობის საფრთხე“ დასახელდა.

„ასეთი ზომების მიღებისას უნდა არსებობდეს მყარი საფუძველი, ლოგიკა და დაცული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული უფლებები“ აღნიშნავს სმიტი და აქვე ამატებს, რომ როცა Microsoft-მა შესაბამისი პირებისგან ამ გადაწყვეტილების დასაბუთება მოითხოვა, ხელისუფლებამ კომპანიას არაადეკვატური პასუხი გასცა.

„ხშირად ჩვენ ვიღებთ ასეთი სახის პასუხებს—  თქვენ რომ იცოდეთ ის, რაც ვიცით ჩვენ, მაშინ დაგვეთანხმებოდით ამ გადაწყვეტილებაში… ჩვენ კი ვპასუხობთ— მშვენიერი, გვაჩვენეთ ის, რაც იცით, და ჩვენ ჩვენთვის გადავწყვეტთ დაგეთანხმოთ თუ არა ამაში. ასე მუშაობს სახელმწიფო“.

სმიტი აქვე აღნიშნავს, რომ აკრძალვას Huawei-სთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეუძლია.

„ეუბნებოდე ტექნოლოგიურ კომპანიას, რომ მას შეუძლია გაყიდოს საკუთარი პროდუქტი, თუმცა ამავდროულად არ შეუძლია შეიძინოს ოპერაციული სისტემა ან ჩიპსეტი იგივეა,  რაც ეუბნებოდე სასტუმროს მფლობელს, რომ მას შეუძლია დაიწყოს სტუმრების მიღება, თუმცა არ შეუძლია განათავსოს ნომრებში ლოგინები და საკვები პროდუქტები რესტორანში. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ქმედებით თქვენ კომპანიას ასამარებთ“.

ცხადია, Microsoft-ის პრეზიდენტის ეს შეფასება კომპანიის პირად ინტერესებსაც ითვალისწინებს. Huawei ვერ იყიდის ოპერაციულ სისტემა Windows-ს, თუმცა აქ ამერიკული კომპანიაც ზარალდება, რომელიც ასევე ვეღარ ყიდის საკუთრ პროდუქტს ჩინურ კომპანიაზე.

არსებობს უფრო მასშტაბური საკითხიც, რომელიც მსოფლიო ბაზარზე საგრძნობლად ცვლის Android-ისა და Windows-ის, როგორც მსოფლიოში პოპულარული ოპერაციული სისტემების მდგომარეობას.

„შენ ვერ იქნები მსოფლიო ტექნოლოგიური ლიდერი, თუ საკუთარ ტექნოლოგიებს მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას ვერ უზრუნველყოფ“ აგრძელებს სმიტი. მას არგუმენტი გლობალიზაციის სასარგებლოდაც მოყავს — „გლობალური ტექნოლოგიების განვითარების მართვის ერთადერთი გზაა გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობისთვისაა მზად.“

სმიტი მოუწოდებს ხელისუფლებას უფრო მეტი კონკრეტიკა შეიტანოს აკრძალვებში, მაგალითად ნაცვლად მთელი ქვეყნისა, შეზღუდვა მხოლოდ ჩინეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ უნივერსიტეტებს დაუწესოს, რათა იქ ვერ მოახერხონ, თუნდაც Microsoft AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენება.

ბრედ სმიტი ასევე მხარს უჭერს იდეას იმის შესახებ, რომ შეიქმნას მონაცემთა შეგროვებისა და კონფიდენციალობის პოლიტიკის ერთიანი სტანდარტები, რომელთა დაცვის ვალდებულება დანარჩენ სამყაროსთან ერთად ჩინეთმაც უნდა აიღოს.

ბრედ სმიტის წიგნის შეძენა Amazon-დან შეგიძლიათ.

 

Leave your vote

8 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

2 Comments

  1. George Reply

    Would you be interested in submitting a guest post on georgemartjr.com or possibly allowing us to submit a post to msinfo.ge ? Maybe you know by now that links are essential
    to building a brand online? If you are interested in submitting a post and obtaining a link to msinfo.ge , let me know and we will get it published in a speedy manner to our blog.

    Hope to hear from you soon
    George

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.