მოდი დავიწყოთ ბოდიშით

გამარჯობა! ბოდიში, რომ 1 წლის განმავლობაში ხმას არ ვიღებდით. ბოდიში იმისთვის, რომ სწრაფად მიგაჩვიეთ ტექნოლოგიური სიახლეების ოპერატიულად მოწოდებას და ისეთივე სისწრაფით გავქრით. ეს ჩვენდა უნებურად, ბევრი შეცდომისა და გაზვიადებული მოლოდინის შედეგი იყო თუმცა ახლა ამაზე საუბარში დროს აღარ დავკარგავთ.

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში 2012 წლის ოქტომბერში „დაბადებული“ ტექნოლოგიური პორტალი MSinfo საქართველოში Microsoft-ის შესახებ სიახლეების გაშუქებას ისახავდა მიზნად. ამ დროის განმავლობაში ჩვენი მკითხველების რაოდენობა 8 000-მდე გაიზარდა. შეიქმნა ტექნოლოგიური ბლოგი, რომელიც ქმნიდა ხარისხიან კონტენტს და გაწვდიდათ ინფორმაციას გასაგებ და მარტივ ენაზე. თუმცა იცვლებოდა დრო და მასთან ერთად ტრენდებიც. ცვლილებების დრო დადგა. მაშინ, 1 წლის წინ, ამ ცვლილებებს ვერ გავუმკლავდით და ბლოგი დაიხურა.

დღეს, მართალია ბლოგი ინარჩუნებს მის ტრადიციულ სახელს, მაგრამ კონკრეტულად Microsoft-თან მას აღარაფერი აკავშირებს. MSinfo ხშირად ასოცირდებოდა ოპერატიულობასთან, ხარისხთან და შესაბამისად დღესაც გადავიწყვტე ეს სახელი შევინარჩუნოთ.

ჩნდება კითხვა: რა სახის სიახლეები და სტატიები „გამოცხვება“ MSinfo-ზე დაბრუნების შემდეგ?

სიახლეები იქნება ყველაფერზე, რაც პირდაპირ თუ ირიბად იქნება დაკავშირებული ტექნოლოგიებთან: მომავლის ტექნოლოგიები, ბლოკჩეინი, IoT, კიბერუსაფრთხოება, ტექნოლოგიები და პოლიტიკა, ქართული და უცხოური ტექნოლოგიური სტარტაპების მიმოხილვა, ფინტექი, ოპ.სისტემები, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, სერვისები და სხვა.

მოკლედ, წინ ძალიან ბევრი მაგარი და საინტერესო სიახლე გველოდება. 1 კვირაზე ცოტა მეტი დრო რჩება იქამდე, სანამ MSinfo სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას.

ახლა კი დავასრულოთ მადლობით. მადლობა, რომ გვკითხულობდით და გველოდებოდით, მადლობა, რომ ეს ნაბიჯი გადაგვადგმევინეთ. Let’s start the journey.

Leave your vote

0 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.