Microsoft-მა დამხმარე პროგრამების კრებული PowerToys გამოუშვა

რამდენიმე თვის წინ Microsoft-მა დამხმარე პროგრამების (უტილიტების) კრებულის— PowerToys-ის აღდგენა დააანონსა, რომელიც Windows XP/95-ის დროს მომხმარებლებს ოპერაციულ სისტემაში დამატებით შესაძლებლობებს ანიჭებდა. PowerToys-ის პირველი საცდელი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია და მასში საწყის ეტაპზე ორი უტილიტა გელოდებათ.

აქედან პირველს FancyZones ქვია. აღნიშნული წარმოადგენს ფანჯრების მენეჯერს, რომელიც სამუშაო მაგიდის თქვენს მიერ შერჩეულ ზონებში ფანჯრების მიმაგრების შესაძლებლობას განიჭებთ ( ნაგულისხმევად გათვალისწინებულია ფანჯრების 2X2, 1X3 და 4X4 კონფიგურაციები). FancyZone-ში მომხმარებელს 4 ფანჯარაზე მეტის მიმაგრების შესაძლებლობა აქვს (საკმაოდ პრაქტიკულია მაღალი გარჩევადობის მქონე ეკრანებზე). ფანჯრების სტანდარტული პროპორციების გარდა მომხმარებელს თავად შეუძლია მათი ზომების განსაზღვრა.

მეორე უტილიტა მიმდინარე გახსნილ ფანჯარაში ხელმისაწვდომი ე.წ ცხელი ღილაკების (Hotkey/Shortcut) შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალებას გაძლევთ. კომბინაციების სიის ნახვა Windows-ის ღილაკზე ხანგრძლივი დაჭერით შეგეძლებათ.

Microsoft-ი უახლოეს მომავალში PowerToys-ის ფარგლებში რამდენიმე ახალი დამხმარე პროგრამის დამატებასაც გეგმავს, ესენია: ახალ სამუშაო დაფაზე ფანჯრის გადატანის ვიჯეტი, პროცესების მუშაობის დასრულების დამხმარე პროგრამა, სამუშაო დაფაზე GIF-ების ჩაწერის უტილიტა და სხვები. PowerToys-ის გატესტვის სურვილის შემთხვევაში მისი გადმოწერა აქედან შეგიძლიათ. დამხმარე პროგრამების კრებული განთავსებულია GitHub-ზე და წარმოადგენს ღია კოდის მქონე პროგრამულ უზრუნველყოფას, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ პროექტში დეველოპერებს საკუთარი კონტრიბუციის შეტანაც შეუძლიათ სხვადასხვა გაუმჯობესებებისა თუ იდეების სახით.

Leave your vote

0 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.