Microsoft-ი Project xCloud-ის საჯარო ტესტირებას სამ ქვეყანაში იწყებს

შოუ Inside Xbox-ის დროს Microsoft-ის წარმომადგენლებმა ოქტომბრის თვიდან სმარტფონებზე Project xCloud-ის საჯარო ტესტირების დაწყება დააანონსეს. ვინაიდან პროექტი ამჟამად ადრეული ტესტირების ეტაპზეა, პროგრამაში მონაწილეობა ყველას არ შეუძლია. Project xCloud-თან წვდომას თავდაპირველად აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე მცხოვრები გეიმერები მიიღებენ. ამასთან ერთად თამაშების ტრანსლირების სერვისი ჯერ მხოლოდ Android-ზე გამოვა. ტესტირებაში მონაწილეობის „ბილეთს“ მხოლოდ ის მომხმარებლები მიღებენ, ვინც აღიშნული სერვისის ტესტირების პროგრამაში წიანსწარ დარეგისტრირდა. ცხადია, მოგვიანებით ტესტერების რაოდენობა სერვისის განვითარებასთან ერთად  გაიზრდება.

Project xCloud-ის ტესტირების პირველი ტალღის დროს პროგრამაში ჩართული მომხმარებლები მხოლოდ Halo 5: Guardians, Gears 5, Killer Instinct და Sea of Thieves-ის თამაში შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ამ თამაშების შეძენა Project xCloud-ის ტესტირების დროს საჭირო არ იქნება.

Project xCloud-ის ტესტირება მხოლოდ Android 6.0-ზე მომუშავე  და Bluetooth 4.0-ის მხარდაჭერის მქონე პლანშეტებსა და კომპიუტერებზე იქნება შესაძლებელი. ასევე საჭირო იქნება გქონდეთ Microsoft-ის ანგარიში და Xbox One-ის Bluetooth კონტროლერი.  თამაშის ტრანსლირებისთვის თქვენ აპლიკაცია Microsoft Game Streaming დაგჭირდებათ, რომელიც Android-ზე უახლოეს კვირების განმავლობაში გამოვა.

Leave your vote

2 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.