ბრაუზერი Safari სავარაუდოდ თქვენს პირად მონაცემებს ჩინურ კომპანია Tencent-ში აგზავნის

iOS 13-ის გამოსვლასთან ერთად კომპანია Apple-მა მობილურ ოპერაციულ სისტემაში ბრაუზერ Safari-ის თაღლითური საიტების შესახებ გაფრთხილების ფუნქცია განაახლა. განახლების შემდეგ Apple-ს თქვენი პირადი მონაცემების ჩინურ კომპანია Tencent-ში გაგზავნა შეუძლია. განახლებამდე Apple „თაღლითური საიტის შესახებ გაფრთხილების“ ფუნქციაში  „Google-ის უსაფრთხო ბრაუზინგის“ ტექნოლოგიას იყენებდა.

„Google-ის უსაფრთხო ბრაუზინგის ტექნოლოგია“ მომხმარებლებს იმ შემთხვევაში აფრთხილებს, როცა ისინი მავნე კოდის მქონე საიტებზე გადასვლას ან არასაიმედო ფაილების გადმოწერას ცდილობენ. აღნიშნულ ტექნოლოგიას დღეს მსოფლიოში 4 მილიარდამდე აქტიური მოწყობილობა იყენებს.

არავინაა დარწმუნებული იმაში, რომ Tencent-ს Google-ის მსგავსი ხარისხის ტექნოლოგიის შემოთავაზება შეუძლია. Apple-ს არ განუმარტავს რატომ გაუზიარა მან მომხმარებლების სენსიტიური ინფორმაცია ჩინურ Tencent-ს და რის საფუძველზე მიიჩნევს ამერიკული კომპანია, რომ Tencent-ის ხელში ეს ინფორმაცია საიმედოდ არის დაცული.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Tencent-ი ჩინეთის ხელისუფლებასთან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ცენზურის საკითხებში აქტიურად თანამშრომლობს.

Leave your vote

4 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.