აშშ-ის მთავრობა Huawei-სთან თანამშრომლობაზე აკრძალვის მოხსნისთვის ემზადება

აშშ-ის მთავრობა უახლოეს მომავალში ამერიკულ კომპანიებს  Huawei-სთან თანამშრომლობის აღდგენის შესაძლებლობას მისცემს.

რას ნიშნავს ეს?

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად ამერიკულ კომპანიებს Huawei-სთან თანამშრომლობისთვის სპეციალური ლიცენზია უნდა მოითხოვონ. განაცხადების სიმრავლის მიუხედავად არცერთი მსგავსი ლიცენზია  მთავრობის მიერ არ გაცემულა.

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული პრობლემა „ძალიან მალე“ მოგვარდება და ლიცენზიების გაცემა უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი. ამასთან ერთად ნოემბერში აშშ და ჩინეთი მოაწერენ ხელს შეთანხმებას, რომელიც არსებული სავაჭრო „ომის“ მოგვარებას ითვალისწინებს.

სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით  Huawei-სთან თანამშრომლობის ლიცენზიის მოთხოვნით ამჟამად სულ 260 განაცხადი ფიქსირდება. „ძალიან ბევრი განაცხადია, შეიძლება ითქვას იმაზე მეტი, ვიდრე ველოდებოდით“ — აცხადებს მინისტრი.

ვინ და როდის მიიღებს Huawei-სთან თანამშრომლობის აღდგენის უფლებას, ჯერ უცნობია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კომპანია, რომელიც აღნიშნულ უფლებას ითხოვს— Google-ია.

Leave your vote

1 point
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.