USB-IF-მა USB4-ს საბოლოო სპეციფიკაციები დაამტკიცა

USB Implementers Forum (USB-IF)-მა,  ორგანიზაციამ, რომელიც Universal Series Bus-ის სტანდარტების განვითარებაზე მუშაობს, USB4-ის სპეციფიკაციების შემუშავების დასრულების შესახებ განაცხადა. აღნიშნულ სტანდარტზე მუშაობა მარტში დაიწყო.  ვენდორებს ყველა საჭირო დოკუმენტაციის ჩამოტვირთვა ოფიციალური საიტიდან უკვე შეუძლიათ.

USB4 ეფუძნება Thunderbolt 3-ის სტანდარტს, რის შედეგადაც მონაცემების გადაცემის სიჩქარე 40 გბიტ/წმ-ს აღწევს. ამგვარად USB 3.2-თან შედარებით გადაცემის სიჩქარე  USB4-ში თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. ინტერფეისის ახალი ვერსია მონაცემების გადაცემისა და დისპლეითან კავშირის რამდენიმე პროტოკოლს გამოიყენებს,  რათა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს გამტარუნარიანობის გამოყენება. ამასთან ერთად USB4  მიმდინარე USB 3.2, USB 3.0 და Thunderbolt 3 სტანრატებთან თავსებადობას ინარჩუნებს.

USB4-ის სპეციფიკაციების შემუშავების დასრულება ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან მწარმოებლებს ახალი მოწყობილობების შექმნისას აღნიშნული ახალი სტანდარტის გამოყენება შეუძლიათ. ამ ფაქტთან დაკავშირებით USB-IF  სიეტლსა და ტაიბეიში  USB Developer Days ღონისძიებას გამართავს. სტანდარტის ახალი ვერსიის დეტალური სპეციფიკაციების შესახებ ინფორმაციის მიღება ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.

Leave your vote

6 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.