Windows 10X — ოპერაციული სისტემის ახალი ხედვა

2 ოქტომბერს  Microsoft-მა Surface მოწყობილობებისთვის მიძღვნილი პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელზეც ახალ მოწყობილობებთან ერთად ჩვენ ახალი ოპერაციული სისტემა, უფრო სწორად, Windows 10-ის ადაპტირებული ვარიანტი — Windows 10 X ვიხილეთ.

Windows 10 X branding-ის სურათის შედეგი

მაშ ასე, რა არის Windows 10 X? ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ საუბარია Windows 10-ის მორიგ ახალ რედაქციაზე, რაც ნაწილობრივ სწორია, თუმცა ყველა გარემოების გათვალისწინებით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Windows 10 X არის ცალკე, დამოუკიდებელი ოპერაციული სისტემა, რომელიც  Windows Core OS-ის ბირთვზე მუშაობს და ერთგვარ მოდულირებად სისტემას წარმოადგენს. ახალი ოპერაციული სისტემა პატარა ზომის ეკრანის მქონე და ორეკრანიანი მოწყობილობებისთვის შეიქმნა. მოკლედ რომ ვთქვათ, Windows 10 X არის Windows 10, უბრალოდ იგი თავისუფალია Win32-ისგან. აღნიშნული ცვლილება ოპერაციულ სისტემას შეზღუდვას არ უქმნის, რადგან ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით Win32 პროგრამებთან სამუშაოდ სისტემაში Azure-ის სპეციალური სერვისების ინტეგრაცია განხორციელდება. მეორე ვერსიის მიხედვით კი Win32 არ გამოიყენებს ღრუბლოვან გადაწყვეტილებას და იმუშავებს ლოკალურად, სპეციალური მოდულის გამოყენებით, რომლის გააქტიურების შესაძლებლობა ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება. გააქტიურებული მოდულის დახმარებით Win32 პროგრამები იზოლირებულ კონტეინერებში გაეშვება, რაც სისტემის უსაფრთხოებას და მისი მუშაობის სტაბილურობას უზრუნველყოფს. იმ შემთხვევებში, როცა თქვენ არ დაგჭირდებათ Win32 პროგრამა, მოდული გადავა პასიურ რეჟიმში და არ გამოიყენებს მოწყობილობის რესურსს, რომელიც ოპერაციულ სისტემას სხვა ამოცანების სწრაფი და ეფექტური შესრულებისთვის ესაჭიროება.

სახელწოდებას რომ მივუბრუნდეთ, Microsoft-მა სახელი Windows-ის შენარჩუნება გადაწყვიტა, რადგან ახალი ბრენდით მომხმარებლები კიდევ უფრო დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდებოდნენ, როგორც ეს Windows RT-ს  და Windows 10 Mobile-ის შემთხვევაში მოხდა.

დაკავშირებული სურათი

მით უმეტეს, როდესაც არსებობს Win32 პროგრამების მოდული, Windows-ის შესაძლებლობები პრაქტიკულად არ იცვლება. იცვლება მხოლოდ მისი ბირთვი, გარსი და მუშაობის პრინციპი.

Windows 10X არის ოპერაციული სისტემა თანამედროვე და მობილური ფორმ-ფაქტორის მქონე მოწყობილობებისთვის და ის არ წარმოადგენს სტანდარტული Windows 10-ის განახლებას. ახალ სიტემაში გადაკეთებულია Start მენიუ, სადაც თქვენ ე.წ „ცოცხალი სარკმელების“ ნაცვლად იხილავთ მალსახმობების პანელს და ბოლოს გამოყენებული ფაილების ისტორიას. საინტერესოა, რომ პრეზენტაციაზე ჩვენ ბრაუზერ Edge-ის ძველი ვერსია ვიხილეთ, ახალს კი დიდი ალბათობით მომდევნო წელს გვაჩვენებენ. Edge ამჟამად Win32 პროგრამას წარმოადგენს და ახალ Windows 10 X-ში ის კონტეინერის გარეშე, დამატებითი პროგრამული „ფენის“ გამოყენებით მუშაობს. ვინ იცის, შესაძლოა ისიც უნივერსალური აპლიკაციების პლატფორმაზე დააპორტირონ. ეს ყველაფერი მხოლოდ თვალშისაცემი ცვლილებების მცირე ჩამონათვალია.

მიუხედავად იმისა, რომ Windows 10 X ახალ Windows Core OS ბირთვზე მუშაობს, რომლიდანაც Microsoft-ის ძველი კოდი სრულად ამოიღეს, კომპანია არ ჩქარობს და სისტემის აღნიშნულ ვერსიას ცალკე არ გამოყოფს. Microsoft-ში ამბობენ, რომ ეს არის Windows 10-ის ადაპტირებული ვერსია და არაფერი სხვა, რაშიც ვერ შევედავებით. ახალი ოპერაციული სისტემის და მასზე მომუშავე მოწყობილობების რელიზი 2020 წელს იგეგმება.

როგორც ჩანს Microsoft-ის პოზიცია, რომ Windows 10 ოპერაციული სისტემის საბოლოო ვერსიას წარმოადგენს შეიცვალა და კომპანია ნელ-ნელა ახალ მიმართულებას იღებს, რომელიც დღეს Windows 10 X-ის სახით არის ცნობილი და რომლის მიზანიც ოპერაციული სისტემის უნივერსალურ და ადაპტირებულ პლატფორმად ჩამოყალიბებაში მდგომარეობს. ცნობისთვის  HoloLens 2 და Surface Hub 2X უკვე Windows Core OS-ზე მუშაობენ. ამჟამად უცნობია რა ეტაპზეა ახალი ოპერაციული სისტემა, ექნება თუ არა მას Windows Insider წინასწარი შეფასების პროგრამის მხარდაჭერა? ამაზე პასუხებს Build 2020-ზე გავიგებთ.

Windows 10 X-ის სურათის შედეგი

Microsoft-ის კიდევ ერთი მოწყობილობა, რომელიც Windows 10 X-ზე იმუშავებს Surface Neo-ა. რაც შეეხება Surface Duo-ს, ეს არის Surface ეკოსისტემის სმარტფონი Android-ის ოპერაციული სისტემით და Windows 10 X-ის ინტერფეისით. უცნაურია ხო?!

თავდაპირველად Surface Duo-ს Windows Core OS-ზე გამოშვება იგეგმებოდა, თუმცა წინა გამოცდილების გათვალისწინებით სმარტფონი გააუქმეს. Microsoft-ში ესმოდათ, რომ მორიგი მობილური ოპერაციული სისტემის გამოშვება კიდევ ერთი მარცხით დასრულდებოდა, რადგან ბიზნეს მომხმარებლებისთვის აპლიკაციები ყოველდღიურობაში ძალიან დიდ როლს თამაშობენ.

ნაცვლად ამისა, კომპანიამ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არჩევანი არსებულ პროდუქტზე შეაჩერა, სადაც მომხმარებლები მიიღებდნენ იმას, რაც მათ სჭირდებათ— Microsoft-ის ეკოსისტემა და მეგობრული Android პლატფორმა ყველა აპლიკაციითა თუ სერვისით. აღსანიშნავია, რომ Surface Duo-სთვის Android-ის ოპტიმიზაციის პროცესში Google-ს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის.

როგორ ფიქრობთ, გაამართლებს Windows 10-ის გამობილურების ახალი სტრატეგია?

Leave your vote

5 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.