in

Xiaomi 100 მეგაპიქსელიან სმარტფონს ამზადებს

შეგვიძლია გავიხსენოთ დრო, როცა Nokia 808-ს ან თუნდაც Lumia 1020-ს მაღალი გაფართოების მქონე კამერის მატრიცის გამო სკეპტიკურად უყურებდნენ. თუმცა მრავალი წლის შემდეგაც ისინი შესანიშნავ სურათებს იღებენ და თანამედროვე ფლაგმანებს დიდად არ ჩამოუვარდებიან. როცა A-კლასის ბრენდების სმარტფონებში ჩვენ 12-18 მპ-იანი სტანდარტული კამერები გვხვდება, ყოველი მეორე ჩინური მწარმოებელი საკუთარ სმარტფონებში 48 მპ-იან კამერებს ტენის, რითაც აბრუნებს დროს, როცა მწარმოებლები პროცესორის ბირთვების ნაცვლად ერთმანეთს მეგაპიქსელებში ეჯიბრებოდნენ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ Samsung-მა 64 მპ-იანი კამერის სენსორი წარმოადგინა. ოდნავ მოგვიანებით კი Xiaomi-მ Samsung-ის ISOCELL სენსორის გამოყენებით ახალი, 108 მპ-იანი სმარტფონის გამოშვება დააანონსა. აღნიშნული „მონსტრით“ 12 032 x 9 024 გაფართოების მქონე სურათის გადაღება იქნება შესაძლებელი.

108 მპ-იანი კამერით დღის სინათლეზე სურათში უმაღლესი დეტალიზაციის მიღება გახდება შესაძლებელი. აღნიშნულ სიახლეს ცუდი მხარეც გააჩნია. 108 მპ-იანი სენსორით არასაკმარისი განათების პირობებში ფოტოსურათების ხარისხი საგრძნობლად გაუარესდება. საქმე იმაშია, რომ პიქსელების სიმჭიდროვის ზრდა სენსორის ფიზიკური ზომის გაზრდის გარეშე ცუდი განათების დროს სურათის დეტალიზაციის გაუარესებას იწვევს.

Written by Anzor Amzoevi

Comments

კომენტარები

Loading…

0

კომენტარები

0 comments

Microsoft-მა რუსული ჰაკერული დაჯგუფება კორპორატიულ ქსელებზე თავდასხმაში ამხილა