კომპანია Google-ის Project Zero-ს სპეციალისტებმა Android-ში უსაფრთხოების პრობლემა აღმოაჩინეს.
დეტალები
აღნიშნული მოწყვლადობა ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში აღმოფხვრეს, თუმცა მაშინ რისკის ქვეშ Android-ის ბირთვის უფრო ადრეული ვერსიები იყო — 3.18, 4.4 და 4.9. ახლახანს კი იგივე მოწყვლადობამ Android 8.x-ში და უფრო ახალ ვერსიებში იჩინა თავი.
აღნიშნული სისუსტის საშუალებით root-უფლებების მიღება მინიმალური ჩარევით არის შესაძლებელი, რის შედეგადაც მომხმარებლის სმარტფონზე სრული კონტროლის დამყარება მხოლოდ დროის ამბავია.
მოწყვლადობა საჭიროებს დაინფიცირებული აპლიკაციის დაყენებას ან იყენებს სხვა ექსპლოიტს Chrome-ის ბრაუზერიდან, რომელიც მომხმარებლისთვის კონტენტის ვიზუალიზაციით ინიღბება.
საფრთხის ქვეშ მყოფი სმარტფონების სია
აღნიშნული მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება შემდეგ სმარტფონებზეა შესაძლებელი:
- Android 9-ზე და Android 10-ის ბეტა ვერსიაზე მომუშავე Pixel 2
- Huawei P20
- Xiaomi Redmi 5A
- Xiaomi Redmi Note 5
- Xiaomi A1
- Oppo A3
- Moto Z3
- LG-ის ყველა სმარტფონი Android 8 Oreo-ზე
- Samsung Galaxy S7, S8 და S9
Pixel 3-ზე და 3a-ზე მოწყვლადობა უკვე აღმოფხვრილია, Pixel 1 და 2-ში კი პრობლემა ოქტომბრის უსაფრთხოების განახლებასთან ერთად მოგვარდება.
კომენტარები
0
კომენტარის დატოვება