MSinfo Exit Reader Mode

ამერიკელმა ექიმებმა შექმნეს ნეიროქსელი, რომელსაც ადამიანის მოსალოდნელი სიკვდილის დადგენა შეუძლია

A control monitor is seen during a heart catheterization at the Heidelberg University Hospital (Universitaetsklinikum Heidelberg) in Heidelberg, Germany, August 14, 2018. Picture taken August 14, 2018. To match Insight HEALTHCARE-MEDICAL TECHNOLOGY/AI REUTERS/Ralph Orlowski - RC1F75477B00

ხელოვნურმა ინტელექტმა უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ადამიანის შესაძლო სიკვდილი კარდიოგრამის გაანალიზების შედეგად ზუსტად იწინასწარმეტყველა. აღსანიშნავია, რომ  ამ კარდიოგრამაში ექიმებმა საგანგაშო ვერაფერი ნახეს.

ექიმების თქმით აღნიშნული პროგნოზის მექანიზმი მათთვის ჯერ-ჯერობით გაუგებარია.

პენსილვანიის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება Geisinger-ში  მომუშავე მედიკოსმა ბრენდონ ფორნვალტმა და მისმა კოლეგებმა   ნეიროქსელს 400 000 პაციენტის ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) 1,77 მილიონი შედეგის შესწავლა დაავალეს, რათა უახლოესი ერთი წლის განმავლობაში სიკვდილის მაღალი რისკის მქონე პაციენტების ვინაობა დაედგინათ.

ელექტროკარდიოგრამა გულის ელექტრულ აქტივობას აფიქსირებს. მისი შედეგები გულის დაავადების, მათ შორის გულის შეტევისა და მოციმციმე არითმიის დროს იცვლება.

ექიმებმა ხელოვნური ინტელექტის ორი ვერსია შექმნეს: ერთ შემთხვევაში ალგორითმი ეკგ-ს დაუმუშავებელ მონაცემებს აანალიზებდა. მეორე შემთხვევაში კი ეკგ-ს მონაცემებს თან ერთვოდა პაციენტის ასაკი და სქესი.

მეცნიერებმა პროგრამის ეფექტურობა UAC მაჩვენებლით შეაფასეს, რომელიც ადგენს თუ რამდენად კარგად ანსხვავებს ალგორითმი ადამიანების ორ ჯგუფს ერთმანეთისგან— ერთ ჯგუფში იყვნენ ის პაციენტები, რომელებიც ერთი წლის განმავლობაში დაიღუპნენ, ხოლო მეორეში, ვისაც არაფერი მოსვლია. ხელოვნური ინტელექტი UAC მაჩვენებლით უცვლელად 0,85 ქულას იღებდა. აღნიშნულ მაჩვენებელს ექიმები რისკების შესაფასებლად იყენებენ და ის 0,65-დან 0,8 ქულამდე იცვლება.

ხელოვნური ინტელექტის შედეგების შეფასებისას მეცნიერებმა იმ სამედიცინო ბარათებს მიაკვლიეს, სადაც პროგრამამ ექიმისგან განსხვავებით პაციენტის სიკვდილი ზუსტად ივარაუდა. სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ გადაამოწმეს ეკგ-ს შედეგები, თუმცა მიზეზს, რის მიხედვითაც ალგორითმი ასეთი სიზუსტით პროგნოზირებდა სიკვდილს, ვერ მიაგნეს.

„ეს აღმოჩენა ცხადყოფს, რომ ალგორითმი იჭერს ისეთ ფაქტორებს, რომლებსაც ადამიანები ვერ ხედავენ ან აიგნორებენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერი წესერიგშია. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გვასწავლოს ისეთი რაღაცები, რაც შესაძლოა ათლწეულების განმავლობაში არასწორად გვესმოდა.“— ფორნვალტი

კომენტარები

0