MSinfo Exit Reader Mode

Apple-ის საკრედიტო ბარათს ქალების მიმართ დიკსრიმინაციაში ადანაშაულებენ

ერთ-ერთმა ამერიკულმა ფინანსურმა ორგანიზიამ Apple Card-თან დაკავშირებული საჩივრების განხილვა დაიწყო. Apple Card-ის მომხმარებელთა თქმით აღნიშნულ ბარათზე ქალებისა და კაცებისთვის სხვადასხვა საკრედიტო ლიმიტი სრულიად უსამართლოდ მკტიცდება, რაც დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

საინტერესოა, რომ ამ საქმეში ერთ-ერთი მომჩივანი Apple-ის თანადამფუძნებელი, სიტვ ვოზნიაკია.

გამოძიება ნიუ-იორკის საფინანსო მომსახურების დეპარტამენტმაც (DFS) დაიწყო. საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში DFS-მა  ბანკ Goldman Sachs-ს უკვე მიმართა.

ერთ-ერთი მომჩივანის განცხადებით მას Apple Card-ზე 20-ჯერ უფრო მაღალი საკრედიტო ლიმიტი დაუმტკიცდა, ვიდრე მის ცოლს, რომელსაც ბევრად უკეთესი საკრედიტო რეიტინგი ქონდა.

პროგრამირების ხელსაწყო Ruby on Rails-ის შემქმნელი საკუთარ ბლოგზე წერს:

„Apple Card-ი სექსიტური პროგრამაა. არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობენ Apple-ის ცალკეული წარმომადგენლები, აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ალგორითმი, რომელსაც ეს კომპანია ენდობა, დისკრიმინაციულია.“

საჩივრის და ბლოგზე გამოქვეყნებული ჩანაწერის შემდეგ პრობლემა გამოსწორდა.

იგივე ისტორია განმეორდა Apple-ის თანადამფუძნებლის, სტივ ვოზნიაკის შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ სტივს და მის მეუღლეს საერთო საბანკო ბარათი და აქტივები აქვთ.

DFS-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპარტამენტი „ატარებს საგამოძიებო ღონისძიებებს რათა დაადგინოს ნიუ-იორკის შტატის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი და მომხმარებლებისთვის სქესის მიუხედავად თანასწორი გარემო უზრუნველყოს“.

კომენტარები

0