MSinfo Exit Reader Mode

Microsoft-მა დეველოპერებისთვის ახალი ფონტი Cascadia Code წარმოადგინა

Microsoft-ის გასული წლის დეველოპერულ კონფერენცია Build-ზე კომპანიამ კოდის რედაქტორისთვის და ბრძანებათა სტრიქონისთვის ახალი ფონტიც წარმოადგინა. დღეიდან, Windows Terminal-თან ერთად შექმნილი ფონტი GitHub-ზე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ Cascadia Code ფონტი პირველ რიგში დეველოპერებისთვის შეიქმნა, ის შესაძლოა რიგით მომხმარებლებსაც მოეწონოთ. Cascadia Code გამოირჩევა იმით, რომ მას ახალი ლიგატურების მხარდაჭერა დაემატა. აღნიშნული სიმბოლოები კოდს უფრო აღქმადს და „მეგობრულს“ ხდის. გარდა ამისა, ფონტზე ვრცელდება ღია საწყისი კოდის ლიცენზია SIL Open Font. უფრო გასაგები რომ იყოს, მის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა ნებისმიერს შეუძლია.

აღნიშნული ფონტის 1909.16 ვერსია გადმოსაწერად GitHub-ზეა ხელმისაწვდომი.

კომენტარები

0