MSinfo Exit Reader Mode

HoloLens 2-ის გაყიდვები დაიწყო

Microsoft-ის შერეული რეალობის სათვალეების ოფიციალური გაყიდვები აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთში, გერმანიაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, საფრანგეთში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში დაიწყო. HoloLens 2-ის ფასი 3, 500 $-ს შეადგენს.

HoloLens 2 პირველი თაობის HoloLens-ის მემკვდრეა, რომელიც პირველად 2015 წლის იანვარში ვიხილეთ. შერეული რეალობის ახალი თაობის სათვალემ მის წინამორბედთან შედარებით დიზაინის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რის შედეგადაც ის უფრო კომფორტული და ბევრად მსუბუქი გახდა. Microsoft-ის ინჟინრებმა ახალ სათვალეში ხედვის კუთხე 34 გრადუსიდან 52-მდე გაზარდეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება პროცესორს შეეხო. HoloLens 2-ში კომპანიამ ARM არქიტექტურის მქონე Qualcomm Snapdragon 850 გამოიყენა.

პირველი HoloLens-ის დემონსტრირებისას კომპანია უფრო სათამაშო ინდუსტრიით იყო დაინტერესებული, თუმცა ამჟამად ის ძირითადად ბიზნეს მომხმარებლებზეა გათვლილი.

მოწყობილობაში გამარტივდა ჟესტებით მართვა, გაუმჯობესდა და თითქმის უშეცდომოდ ხდება მათი აღქმა. HoloLens 2-ში გამოყენებული მანქანური სწავლების ტექნოლოგია კი მის მართვას ყოველი გამოყენებისას აუმჯობესებს.

HoloLens 2-ს ასევე  თვალის ბადურით მომხმარებლის იდენტიფიცირების, Windows Hello-ს მხარდაჭერა დაემატა.

კომენტარები

0