MSinfo Exit Reader Mode

Apple ქარხნული წუნის მქონე iPhone 6s-ს და iPhone 6s Plus-ს უფასოდ შეაკეთებს

კომპანია Apple-მა ახალი არასაგარანტიო შეკეთების პროგრამას იწყებს. აღნიშნული სიახლე iPhone 6s-ს და iPhone 6s Plus-ს შეეხება.

რა შემთხვევაში შეაკეთებენ?

Apple-ის საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით iPhone 6s-ის და iPhone 6s Plus-ის „მცირე პარტიაში“ პრობლემური კომპონენტი გამოვლინდა, რის გამოც სმარტფონები აღარ ირთვება. სხვა დეტალებს კომპანია არ აკონკრეტებს.

Apple წუნის მქონე iPhone-ებს 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის აგვისტომდე აწარმოებდა. იმისათვის, რომ გადაამოწმოთ ეხება თუ არა აღნიშნული უფასო შეკეთების პროგრამა თქვენს სმარტფონს, შეიყვანეთ თქვენი iPhone-ის სერიული ნომერი აქ . დადებითი პასუხის შემთხვევაში მიმართეთ უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

Apple ასეთ სმარტფონებს სრულიად უფასოდ შეაკეთებს. მომხმარებლები, რომლებმაც შეკეთებაში ფული გადაიხადეს თანხა სრულად დაუბრუნდებათ.

iPhone 6s და iPhone 6s Plus-ის შეკეთების უფასო პროგრამა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

წყარო: Apple-ის ოფიციალური საიტი

კომენტარები

0