MSinfo Exit Reader Mode

Apple ძველ მოწყობილობებს ინტერნეტთან წვდომას შეუზღუდავს

კომპანია Apple-ის განცხადებით მოძველებული iPhone-ების და iPad-ების მფლობელებს ინტერნეტთან კავშირის პრობლემა იმ შემთხვევაში შეექმნებათ, თუ ისინი საკუთარ მოწყობილობებს ოპერაციული სისტემის ბოლო ხელმისაწვდომ ვერსიამდე არ განაახლებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ინტერნეტი გაითიშება ყველა იმ მოწყობილობაზე, რომელიც 2012 წლამდე გამოვიდა.

განახლების გარეშე აღარ იმუშავებს AppStore, iCloud და კომპანიის სხვა სერვისები.

შეზღუდვა გავრცელდება iPhone 5, iPhone 4, iPad mini და iPad 2-ზე.

იმისთვის, რომ განაგრძოთ მოწყობილობის უპრობლემოდ გამოყენება, ოპერაციული სისტემის ვერსია არ უნდა იყოს 10.3.4 ან 9.3.6-ზე ნაკლები (ვერსიებია დამოკიდებულია მოწყობილობის მოდელზე).

კომენტარები

0