გეიმერები კომპანია Blizzard-ს ბოიკოტს უცხადებენ

ვიდეო თამაშების შემქმნელ კომპანია Blizzard-ს გეიმერები ბოიკოტს უცხადებენ იმის შემდეგ, რაც კომპანიამ ერთ-ერთი კიბერსპორტსმენი ჰონგ-კონგის პროტესტის მხარდაჭერის გამო შეჯიბრზე არ დაუშვა.

ვიდეო თამაშების ინდუსტრია უკვე დიდი ხანია რაც ამ სიტყვის ვიწრო გაგებას გასცდა. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ ვიდეო თამაშების ინდუსტრიაზე, ვგულისხმობთ ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარს, რომლის აუდიტორია ასობით მილიონ მომხმარებელს ითვლის. აღნიშნულ ინდუსტრიაში კიბერსპორტის შეჯიბრები სრულფასოვან დისციპლინად ჩამოყალიბდა, რომელშიც კიბერსპორტსმენებს საკუთარი ნიჭის გამოვლენა და ამით მილიონობით აშშ დოლარის გამომუშავება შეუძლიათ.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ასეთ შეჯიბრზე კიბერსპორტის ისტორიაში სერიოზული სკანდალის მომსწრენი გავხდით. ვიდეო თამაშების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია Blizzard-მა კიბერსპორტსმენი blitzchung-ის Hearthstone-ის შეჯიბრიდან დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ Blizzard-ს ეკუთვნის ისეთი თამაშები, როგორებიცაა Warcraft, Starcraft, Hearthstome და Overwatch. დისკვალიფიკაციის მიზეზად კიბერსპორტსმენის მიერ პირდაპირ ეთერში „ჰონგ-კონგის გათავისუფლების“ მოწოდება სახელდება.

Blizzard-ის მოდერატორებმა ეს ქმედება შეჯიბრის წესების დარღვევად ჩათვალეს და აღნიშნავენ, რომ ასეთი ტიპის ქმედება კომპანიის იმიჯს აზიანებს.

ვინაიდან აღნიშნული ფაქტი სცდება თამაშების ინდუსტრიას და ეხება მომხმარებლის გამოხატვის თავისუფლებას, გეიმერებმა Reddit-ზე Blizzard-ს ბოიკოტი საჯაროდ გამოუცხადეს.

გეიმერების თქმით ვიდეო თამაშების ამერიკული კომპანია ჩინეთის მიმართ ზედმეტ ლმობიერებას იჩენს, რასაც ისინი დიდი ბაზრის დაკარგვის და ჩინეთის ხელისუფლებასთან ზედმეტი პრობლემების  შიშით ხსნიან.

გეიმერები მასობრივად აუქმებენ Blizzard-ზე შეძენილ ანგარიშებს. მომხმარებელთა ნაწილი კი BlizzCon-ის ფესტივალზე დისკვალიფიცირებული კიბერსპორტსმენის მხარდასაჭერი ფლეშმობის გამართვის იდეით გამოდის.

მასობრივი უკმაყოფილების ფონზე კომპანია Blizzard-მა საკუთარ Reddit-ზე მომხმარებლებისთვის წვდომა შეზღუდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ჩინეთის მთავრობამ ქვეყნის შიდა ქსელში ანიმაციური სერიალი „სამხრეთის პარკი“  დაბლოკა. შეზღუდვის მიზეზად სერია Band in China იქცა, რომელშიც ავტორები ამერიკულ კომპანიებს, კერძოდ კი Disney-ს დასცინის. სცენარის მიხედვით, საკუთარი ბიზნესის გაფართოების მიზნით Disney ჩინეთის მთავრობის მოთხოვნებს უპირობოდ ასრულებს.

სამხრეთის პარკის ჩინეთში დაბლოკვის შემდეგ ანიმაციური სერიალის შემქმნელებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას ბოდიში მოუხადეს და რა თქმა უნდა ესეც იუმორით გააკეთეს. საჯარო ბოდიშის წერილი ასე ჟღერს:

„ოფიციალურად ბოდიშს ვიხდით ჩინეთის წინაშე. როგორც NBA, ჩვენ მივესალმებით ჩინეთის ცენზურას ჩვენს სახლებსა და გულებში. ჩვენც უფრო გვიყვარს ფული, ვიდრე თავისუფლება და დემოკრატია. სი საერთოდ არ გავს ვინი პუჰს. უყურეთ ჩვენს 300-ე სერიას ოთხშაბათს, 22:00-ზე! გაუმარჯოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას!  გისურვებთ ამ შემოდგომას სორგოს უხვი მოსავლის აღებას! ჩინეთო, ახლა კარგები ვართ?“

სამხრეთის პარკის სკანდალური სერიის ყურება შეგიძლიათ აქ

Leave your vote

2 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.