Microsoft Edge მალე Linux-ზეც გამოვა

Microsoft Edge თავდაპირველად Windows 10-ის ექსკლუზივს წარმოადგენდა, რაც ბრაუზერს Google Chrome-თან  არათანაბარ პირობებში აყენებდა. 2017 წელს Microsoft Edge ჯერ Android-ზე და შემდეგ iOS-ზეც გამოჩნდა. მოგვიანებით კი Microsoft-მა უარი თქვა საკუთარი ბრაუზერის Edge HTML ძრავზე განვითარება და Chromium-ზე გადავიდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად Edge ჯერ Windows 8.1 / 7 -ზე და შემდეგ macOS-ზეც კი გამოვიდა. დღეს ერთადერთი დანამედროვე ოპერაციული სისტემა, რომელზეც Edge არ გვხვდება Linux-ია.

Microsoft Edge-ის პროგრამულმა მენეჯერმა საკუთარ Twitter ანგარიშზე Edge-ის Linux-ზე გამოშვება ოფიციალურად დააანონსა. ამისთვის კომპანიას სხვა დეველოპერების დახმარება ესაჭიროება. შონ ლარკინმა გამოქვეყნა კითხვარი, რომლის შედეგები კომპანიას ბრაუზერის Linux-ზე გადატანისას ამ ეკოსისტემის მომხმარებლების გამოცდილების გათვალისწინებაში დაეხმარება.

ამჟამად Chromium-ის ძრავზე მომუშავე ბრაუზერი Edge მომხმარებლებისთვის საცდელი ვერსიის სახით Canary, Dev და Beta არხებზე არის ხელმისაწვდომი. ფინალური რელიზის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ Edge-ის Beta ვერსია საკმაოდ სტაბილურია.

Microsoft Edge-ის გადმოწერა ოფიციალური საიტიდან.
Microsoft Edge-ის გადმოწერა Google Play Store-დან.
Microsoft Edge-ის გადმოწერა Apple App Store-დან.

Leave your vote

2 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.