Google Assistant-ი უკვე Xbox One-ზეა

Microsoft-მა Xbox One-დან საკუთარი ხმოვანი ასისტენტი, Cortana წაშალა რითაც სხვა დეველოპერებს სათამაშო კონსოლისთვის საკუთარი გადაწყვეტილებების ინტეგრირების საშუალება მისცა. გასულ წელს Xbox One-ის და Amazon-ის Alexa-ს ინტეგრაცია შედგა. რამდენიმე დღის წინ კი სათამაშო კონსოლმა Google Assistant-ის მხარდაჭერაც მიიღო. ამჟამად Google-ის ხმოვანი ასისტენტი Xbox One-ზე საჯარო ბეტა-ტესტირების საფეხურზეა, რის გამოც Assistant-ს მხოლოდ ინგლისური ენის მხარდაჭერა აქვს. მომავალში Microsoft და Google  ხმოვან ასისტენტში კონსოლისთვის უფრო მეტი ენის მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.

Google Assistant-ი სათამაშო კონსოლზე გაძლევთ საშუალებას ჩართოთ ან გამორთოთ ის, გაუშვათ თამაშები და აპლიკაციები, დაუკრათ სასურველი ვიდეო ან მუსიკა, გადაიღოთ სქრინშოთები და სხვა. კონსოლის მართვა ასისტენტის Android/iOS აპლიკაციიდან და Google Home-დან არის შესაძლებელი. ხელმისაწვდომი ბრძანებების ჩამონათვალი და Google Assistant-ის ბეტა-ტესტირებაში გაწევრიანების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ Reddit-ზე.

Leave your vote

2 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.