ცნობილია შესაძლო ლოკაცია, საიდანაც ქართულ ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა

დღეს დილიდან საქართველოს სამთავრობო, საპრეზიდენტო თუ საინფორმაციო/სამომხმარებლო საიტებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. ჰაკერმა (ან ჰაკერების ჯგუფმა) დიფეისის სახით საიტებზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სურათი დატოვეს ინგლისურენოვანი წარწერით „მე დავბრუნდები“.  აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე მრავალმა საინფორმაციო სააგენტომ თუ ტელეარხმა ისაუბრა.

დღის მეორე ნახევარში შეტევამ ახალი მასშტაბები მიიღო და ტელესივრცეშიც გადაინაცვლა. მაუწყებლობა შეუჩერდათ ტელეკომპანია იმედს და მაესტროს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

პირველადი მონაცემებით შეტევა მხოლოდ იმ საიტებზე განხორციელდა, რომლებსაც ემსახურებოდნენ ჰოსტინგ პროვაიდერი კომპანიები proservice.ge და serv.ge.

აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდების მონაცემები უვნებლად არის დაარქივებული და მათი აღდგენა მარტივად არის შესაძლებელი.

კიბერშეტევის შემდეგ საიტის მონაცემებში იძებნება უმნიშვნელო ფაილი, რომელიც შეტევის „უკრაინულ კვალზე“ მიუთითებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი მასშტაბის დანაშაულის ჩამდენს აღნიშნული ფაქტი არ გაეთვალისწინებინა.

მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია როგორც ყოველთვის მაშინვე იძენს პოლიტიკურ ელფერს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აქ ექსპრეზიდენტის სურათი მეორეხარისხოვანი გარემოებაა. ყურადღებიდან გვრჩება ფაქტი, რომ ამ დიფეისის უკან დგას უდიდესი მონაცემთა ბაზა, რომელიც სამთავრობო საიტებიდან ხელის ერთი მოსმით მე-3 პირის ხელში აღმოჩნდა.

კიბერუსაფრთხოების საკითხებში გამოცდილი მომხმარებლების შიდა მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კიბერშეტევა შესაძლოა თურქეთის გავლით/ან თურქეთიდან განხორციელდა.

გატეხილი საიტების არასრული სია:

http://www.pptc.gov.ge/index.html

http://archives-ajara.gov.ge

http://samtskhe-javakheti.gov.ge

http://abkhaziajustice.gov.ge

http://kutaisi.gov.ge/index.html

http://president.gov.ge/

http://mfa.gov.ge/

http://procurement.gov.ge

http://www.mdf.gov.ge

http://umsge.com/index.html

http://ucd.ge/index.html

http://teleportlux.com/index.html

https://successtoyou.biz/

http://smstechnologies.net/index.html

http://shiotravel.com/index.html

http://polyphony.ge/index.html

http://ofph.org/index.html

http://mtskheta-mtianeti.gov.ge/index.html

http://mitsubishigeorgia.com/index.html

http://megobroba.info/index.html

http://veziri.ge/index.html

http://theone-hotel.com/index.html

http://teonapaichadzeart.com/index.html

http://soptskali.com/index.html

http://sakvarelo.com/index.html

http://rusmetali.com/index.html

http://phazisienergy.com/index.html

http://georgiaincontact.com/index.html

http://info.court.ge

http://nutsge.com

http://holo.ge/index.html

http://startup.gov.ge

სტატია განახლების პროცესშია…

Leave your vote

4 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.