in

Apple-მა iPhone-ების გაყიდვების ანტირეკორდი მოხსნა

Apple-ის ხელმძღვანელობამ ახალი კვარტლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. საერთო მოგების ზრდის მიუხედავად iPhone-ის გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა.

იმის შემდეგ, რაც 2018 წელს გაყიდული სმარტფონების რაოდენობით Huawei-მ Apple-ს გაუსწრო, ანალიტიკოსები iPhone-ის გაყიდვების ვარდნის გაგრძელებას ვარაუდობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სმარტფონების ბაზარი სტაგნაციას განიცდის, Apple-ის სმარტფონების წილი კონკურენტებთან შედარებით უფრო სწრაფად მცირდება.

Apple-ის მე-3 კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით iPhone-ის გაყიდვებმა ბოლო 3 თვის განმავლობაში ანტირეკორდი მოხსნა. კუპერტინომ სმარტფონების გაყიდვებით 26 000 000$ მიიღო, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 4 მილიარდით ნაკლებია.

პროცენტულად კი iPhone-ების გაყიდვებით მიღებულმა ამონაგებმა სულ რაღაც 48% შეადგინა, რაც ბოლო 7 წლის ანტირეკორდია.

უნდა აღინიშნოს, რომ Apple-ის ბიზნესმა საბოლოო ჯამში გასულ წელთან შედარებით მაინც დიდი ზრდა განიცადა. ფინანსური ანგარიშის მიხედვით კომპანიამ 53,8 მილიარდი ა.შ.შ დოლარის ამონაგები ნახა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზთან შედარებით 400 მილიონი ა.შ.შ დოლარით მეტია.

მოგების მეორე ნაწილი Apple-მა სხვადასხვა სერვისებიდან, ჭკვიანი საათებიდან, უსადენო AirPods-ებიდან, კომპიუტერებიდან და პლანშეტებიდან მიიღო.

ტიმ კუკმა „iPhone-ის ტენდეციის გაუმჯობესებაში“ ვერ მოგვატყუა, თუმცა სამართლიანად აღნიშნა კომპანიის ის მიმართულებები, რომლებსაც ნამდვილად შეუძლია კომპანიის ბიზნესის ახალ მწვერვალზე აყვანა. შეგახსენებთ, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა უკვე დააანონსა Apple TV Plus სერვისის გაშვება, რომელიც Netflix, HBO, Amazon-სა და Hulu-ს გაუწევს კონკურენციას.

ცნობილია, რომ მხოლოდ 2018 წელს Apple-მა 1 მილიარდზე მეტი აშ.შ. დოლარი გახარჯა ორიგინალური კონტენტის შესაქმნელად, რისთვისაც ცნობილი რეჟისორები, მსახიობები და ტელეწამყვანები მოიწვია.

სტრიმინგ სერვისის გარდა Apple-მა ფასიანი სათამაშო სერვისი Arcade -ც წარმოადგინა. კუპერტინო საკუთარი განახლებული თუ სრულიად ახალი სერვისების: iCloud, App Store, Apple Music, TV Plus და Apple Podcast-ის საშუალებით 2019 წლის მე-4 ფინანსური კვარტლის ბოლოს მოგების სახით 61-დან 64 მლრდ. ა.შ.შ დოლარს ელოდება.

რაც შეეხება ახალი iPhone-ების გაყიდვებს აქ პროგნოზები არანაირი ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს. პირველ რიგში ექსპერტები შიშობენ, რომ Apple-ის ლეგენდარული დიზაინერის— ჯონი აივის წასვლამ შესაძლოა ნეგატიური როლი ითამაშოს Apple-ის მოწყობილობების ბაზარზე. ტიმ კუკს კი ისღა დარჩენია მოერგოს ბაზრის მოთხოვნილებებს და კომპანიის საფირმო მოწყობილობების ნაცვლად მეტი ყურადღება სერვისების განვითარებას დაუთმოს.

ბოლოს გაჟონილი რენდერების მიხედვით iPhone-ის ახალ მოდელებში ჩვენ გრანდიოზულს ვერაფერს ვიხილავთ. საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება კარგად განახლებული iPhone X-ი, რომელიც 2017 წელს გამოვიდა.

Apple-მა უნდა გაუწიოს ანგარიში იმ ფაქტს, რომ მათ მობილურ მოწყობილობებზე მოთხოვნილება მცირდება და ოპერატიულად გადაეწყოს ბიზნესის კეთების ახალ მოდელზე. ასეთი მოცემულობით კომპანიას მხოლოდ ამ გზით შეუძლია ტოპ-ინოვატორის სახელის შენარჩუნება.

Written by Anzor Amzoevi

Comments

კომენტარები

Loading…

0

კომენტარები

0 comments

Xiaomi Black Shark 2 Pro— სმარტფონი გეიმერებისთვის

Magti-მ eSIM სერვისი გაააქტიურა