Windows 10 1903-ის ბოლო დაგროვებითი განახლება (KB4512941) პროცესორს 100%-მდე ტვირთავს

Windows 10-ის მომხმარებლები ბოლო წლების განმავლობაში დაგროვებითი განახლებებით გამოწვეულ პრობლემებს მიეჩვივნენ. ამჯერად სისტემის მომხმარებლებს თავის ტკივილი Windows 10  May 2019 Update-ისთვის გამოშვებულმა ბოლო განახლებამ გაუჩინა. KB4512941-მა პროცესორის დატვირთვას მკვეთრად ზრდის მაშინაც კი, როცა კომპიუტერში არცერთი პროგრამა არ მუშაობს.

როგორ მოვაგვაროთ პროცესორის დატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემა Windows 10 May 2019 Update-ში ბოლო განახლების შემდეგ

მაშ ასე, კომპანია Microsoft-მა Windows 10-ის 18362.329 ანაწყობში პროცესორის გადატვირთვის პრობლემა აღიარა, რომელსაც KB4512941 პატჩი იწვევს.

როგორც აღმოჩნდა პროცესორის დატვირთვას SearchUI.exe იწვევს, რომელიც Cortana-სთან არის დაკავშირებული. პროცესი იმ შემთხვევაშიც კი ეშვება, როცა Cortana პასიურ რეჟიმშია. გამოსავალი ნაპოვნია და ის ცხადია Windows-ის რეესტრში იმალება.

SearchUI.exe-ს გათიშვა:

  1. გაუშვით regedit ბრძანდება CMD-დან
  2. რეესტრში გადადით Computer\HKEY_CURRENT_USER\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Search-ში
  3. შეცვალეთ BingSearchEnabled პარამეტრის მნიშვნელობა 1-ზე ან სრულად წაშალეთ ის.

სისტემის გადატვირთვის შემდეგ SearchUI.exe აღარ გაეშვება და პროცესორიც ზედმეტად  აღარ დაიტვირთება. Microsoft-ი აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებელ განახლებას უახლოეს მომავალში გამოუშვებს.

Leave your vote

7 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.