EA ორფაქტორიანი ავტორიზაციის გააქტიურების სანაცვლოდ Origin Access-ზე ერთთვიან წვდომას გთავაზობთ

EA-მ საინტერესო კამპანია წამოიწყო, რომელიც მომხმარებლების ანგარიშების უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება. ყველა, ვინც Origin-ში საკუთარ პროფილზე ორფაქტორიან ავტორიზაციას გაააქტიურებს Origin Access-ზე ერთთვიან სერვისს სრულიად უფასოდ მიიღებს.

ორსაფეხურიანი ავტორიზაცია თქვენს ანგარიშს დამატებითი შემოწმების საშუალებით იცავს. პროფილზე წვდომის მისაღებად პაროლთან ერთად  SMS-ით, ელ.ფოსტით ან ნებისმიერი ე.წ „აუტენტიფიკატორით“ მიღებული ერთჯერადი კოდის შეყვანაც მოგიწევთ. ორსაფეხურიანი ავტორიზაციის გააქტიურება Electronic Arts-ის ანგარიშის უსაფრთხოების პარამეტრებიდანაა შესაძლებელი.

საინტერესოა, რომ Origin Access-ის უფასო 1 თვეს ის მომხმარებლებიც მიიღებენ, ვინც უკვე იყენებს ორფაქტორიან ავტორიზაციას.  რაც კიდევ უფრო საინტერესოა ასეთ საჩუქარს Basic და Premier ტარიფის მომხმარებლებიც მიიღებენ. EA ასეთ მომხმარებლებს ნოემბერში სერვისის საფასურის თანხას აღარ ჩამოაჭრის. Origin Access-ი გეიმერებს სხვადასხვა მასშტაბის 200-მდე თამაშს სთავაზობს.

აქცია ძალაშია 2019 წლის 31 ოქტომბრამდე და ის მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერების მომხმარებლებზე ვრცელდება. აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება EA-ს ტექნიკური მხარდაჭერის ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ.

Leave your vote

0 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.