Microsoft-ი Windows 10 v1903-ის მნიშვნელოვანი პატჩის ტესტირებას იწყებს

Windows 10-ის ბოლო განახლების შემდეგ Microsoft-ი ახალ დამატებით კუმულატიურ განახლებას ტესტავს, რომელმაც ოქტომბრის და სექტემბრის განახლებებში დაშვებული შეცდომები უნდა გამოასწოროს.

კორპორაცია Microsoft-მა Windows-ის წინასწარი შეფასების პროგრამის ფარგლებში (Windows Insider) Windows 2019 Update-ზე და Windows 10 November 2019 Update-ზე საცდელი კუმულატიური განახლება უკვე გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ ოპერაციული სისტემის ორივე ვერსია  ერთი და იგივე განახლებებს ერთდროულად იღებს.

Microsoft-ის მიერ Windows 10 May 2019 Update-ისთვის გამოშვებული ახალი 18362.446 ანაწყობი ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის მომდევნო კვირაში გამოვა. აღნიშნული განახლების ცვლილებების ზუსტი ჩამონათვალი ამჟამად უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით მასში Start მენიუსთან და სისტემის ინსტალაციასთან დაკავშირებული ხარვეზი გამოსწორდება.

Windows 10-ის ნოემბრის განახლებაში (ვერსია 1909) გამოსწორდება Start მენიუსთან და ბეჭდვასთან დაკავშირებული ხარვეზები. მასში ასევე წარმოდგენილი იქნება ფაილების მენეჯერის ძიების ახალი შესაძლებლობები, გაუმჯობესებული წარმადობა „რჩეული ბირთვების“ მეშვეობით და სხვა ციფრული ასისტენტების მხარდაჭერა ბლოკირების ეკრანზე.

Leave your vote

2 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.