Xiaomi Black Shark 2 Pro— სმარტფონი გეიმერებისთვის

ჩინურმა Xiaomi-მ საკუთარი გეიმინგ სმარტფონის— Black Shark 2-ის ახალი Pro ვერსია წარმოადგინა.

ყველაფერთან ერთად XDA Developer-ის ცნობით ახალი სმარტფონის ფასი არ აღემატება 435$-ს.

უნდა აღინიშნოს, რომ Black Shark 2 Pro იქნება რიგით მე-2 სმარტფონი, რომელიც Qualcomm Snapdragon 855 Plus-ზე იმუშავებს. გეიმინგ სმარტფონში თქვენ დაგხვდებათ 12 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება და ინფორმაციის შენახვის განახლებული UFS 3.0 ტექნოლოგია.

Black Shark 2 Pro უკანა მხარეს გაუმჯობესებულ დიზაინსაც მიიღებს. ამასთანავე Black Shark-ში კომპანიამ 6,39-დიუმიანი ეკრანის სენსორის მგრძნობელობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, რის შედეგადაც სენსორის რეაგირების შეყოვნება შემცირებულია 34,7 მილიწამამდე, Black Shark 2-ის 43,5 მილიწამის წინააღმდეგ.

black shark pro 2-ის სურათის შედეგი

მცირე მოდერნიზაცია 13 მპ-იანი სენსორის სახით ორმაგ კამერასაც შეეხო. სმარტფონის ელემენტის მოცულობა შეადგენს 4000 mAh-ს, რომელსაც 27-ვატიანი დამტენის მხარდაჭერა ექნება.

BlackShark 2 Pro შავ და ვერცხლისფერ ვარიანტებთან ერთად იასამნისფერსა და ნარინჯისფერშიც გაიყიდება. სტანდარტული ფერადი ვარიანტების გარდა სმარტფონი დამატებით 3 გაფორმებით გამოვა, რომლებიც კომპანიამ ჩინური კიბერსპორტის გუნდ LNG Esports-თან ერთად შეიმუშავა.

Black Shark 2 Pro ჩინეთში 2 აგვისტოდან გაიყიდება, ფასები კი შემდეგნაირად გამოიყურება:

12 GB/128 GB12 GB/256 GB
435$ 508$

Leave your vote

0 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.