2020-ში AMD 7 ნმ-იან მობილურ პროცესორებს გამოუშვებს

WCCF-ის ინფორმაციით CES 2020-ზე კომოპანია AMD მობილური Ryzen სერიის 7 ნმ-იანი და Zen 2 არქიტექტურის მქონე ახალი თაობის პროცესორებს წარმოადგენს. ახალი მობილური პროცესორების გამოჩენა კი გეიმერული ლეპტოპების ფასს შთამბეჭდავ $ 699-მდე დაიყვანს. ამ ფასად მომხმარებელები 6 ბირთვიან Ryzen 5-ზე და დისკრეტულ გრაფიკაზე ( დიდი ალბათობით RX 5300M /RX 5500M-ზე ) მომუშავე გეიმერულ ლეპტოპს მიიღებენ. აღნიშნული კონფიგურაცია კონკურენციას Intel Core i5-8265U და GTX 1050-ზე მომუშავე ლეპტოპებს გაუწევს.

7 ნმ-იანი პროცესორებისა და გრაფიკის გამოყენება მაღალ წარმადობასთან ერთად შთამბეჭდავ ავტონომიური მუშაობის დროს უზრუნველყოფს. ქსელში გავრცელებული ინფორმაციით AMD-ს ახალ პროცესორზე მომუშავე გეიმერული ლეპტოპები ერთი დამუხტვით  საშუალო დატვირთისას 12 საათამდე ძლებენ.

ინდუსტრიისთვის, რომელიც 4 და 6 ბირთვიან პროცესორებზე გაიჭედა, ეს საკმაოდ კარგი სიახლეა.

Leave your vote

4 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.