Nvidia ახალ GTX 1660 Super-ს და GTX 1650-ს ამზადებს

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 2019 წელს RTX-ის გარეშე ვიდეობარათის შეძენა ყველაზე დიდი უგუნურებაა. ამისდა მიუხედავად ვიდეობარათების უმსხვილესი მწარმოებელი არ ჩერდება და მაინც ქმნის ახალ ბიუჯეტურ და საშუალო ბიუჯეტურ ვიდეობარათებს. ოქტომბერში კომპანია GTX 1660 Super და 1650 Ti-ს გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას რესურსი Videocardz-ი ავრცელებს.

Nvidia GTX 1660 Super-მა GTX 1660-ის მსგავსად ბირთვის სახით TU116-300 მიიღო. მახასიათებლებიდან ცნობილია, რომ ვიდეობარათი 1408 CUDA-ბირთვს, 80 ტექსტურულ და 48 რასტერიზაციის ბლოკს მიიღებს. Super ვერსიის ძირითადი განსხვავება ვიდეობარათის მეხსიერების დიზაინშია. GTX 1660 Super-ი განკარგულებაში 6 გბ-იან და 14 გბიტ/წმ სიჩქარის მქონე GDDR6-მეხსიერებას მიიღებს. გამტარუნარიანობა — 336 გბ/წმ. GTX 1660 Ti-ს აქვს იგივე 6 გბ-იანი GDDR6 მეხსიერება, რომლის სიჩქარე შეადგენს 12 გბიტ/წმ. GTX 1660-მა კი GDDR5 ტიპის მეხსიერებას  მიიღებს.

გარკვეულ შემთხვევებში GTX 1660 Super-ის წარმადობა AMD Radeon RX 590-ს 15%-ით აღემატება.

GTX 1660 Super-ის ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია. GTX 1660-ის რეკომენდებული ფასი $229-ს შეადგენს მაშინ, როცა Ti-ვერსიაში კომპანია $249-ს ითხოვს. არაა გამორიცხული, რომ Nvidia-მ GTX 1660 გაყიდვებიდან მალევე მოხსნას.

ფასის უფრო დაბალ სეგმენტში კი კომპანია GTX 1650 Ti-ს წარმოადგენს. ამჟამად ვიდეობარათის მახასიათებლები დადასტურებული არაა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის 4 გბ-იან GDDR5 მეხსიერებასთან ერთად 1024 CUDA-ბირთვს, 32 რასტერიზაციის და 64 ტექსტურულ ბლოკს მიიღებს. GTX 1650-ის მსგავსად 1650 Ti  75 ვტ-იან TDP-ს მიიღებს, რაც დამატებითი ელ.კვების საჭიროებას მოხსნის (გაყიდვაში ხელმისაწვდომი იქნება 6-პინიანი კვების მქონე ვარიანტიც).

წყაროს ცნობით GTX 1650 Ti-ს რეკომენდებული ფასი $150-მდე იქნება. წარმადობის მხრივ GTX 1650 Ti-მ წარმადობით AMD RX 570-ს უნდა აჯობოს.

ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მომდევნო თვე საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც არ სურს ახალ გრაფიკაში ბევრი ფულის გადახდა. თუ გეგმავთ ახალი ვიდეობარათის $ 150-250-ის ფარგლებში შეძენას, მაშინ კარგი იქნება თუ ცოტა მოიცდით და დაელოდებით AMD-სა და Nvidia-ს ახალ შემოთავაზებებს.

Leave your vote

0 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.