WhatsApp Business-მა კატალოგების მხარდაჭერა მიიღო

WhatsApp Business-მა უკვე დაიკავა კორპორატიული ბაზრის გარკვეული წილი. მისი ბიზნესისთვის სასარგებლო შესაძლებლობების ჩამონათვალი კი საკმაოდ სწრაფად იზრდება. სერვისის დეველოპერებმა WhatsApp Business-ში სულ ახლახანს საკმაოდ საინტერესო და მოსახერხებელი კატალოგების ფუნქცია დაამატეს.

კატალოგები აპლიკაციაში პროდუქციის ერთგვარი დახლის ფუნქციას ასრულებენ: გამყიდველები ე.წ „ბარათების“ სახით ამატებენ პროდუქციის ფოტოსურათს, ინფორმაციას გასაყიდი საქონლისა თუ სერვისის შესახებ და ფასს.

კატალოგში არსებული ბარათების გაგზავნა პირადი შეტყობინების სახითაა შესაძლებელი, რაც მყიდველსა და გამყიდველს შორის კომუნიკაციას უფრო კომფორტულს ხდის: მყიდველს შეუძლია დასვას კითხვები პროდუქციის შესახებ, ხოლო გამყიდველი პოტენციურ მყიდველს გაუგზავნის კატალოგიდან ამოღებულ „ბარათს“ ან შესთავაზებს ალტერნატიულ პროდუქციას, რითაც მომხმარებელს უფრო ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა ექნება.

WhatsApp Business-ის iOS და Android აპლიკაციაში კატალოგის მხარდაჭერა უკვე ხელმისაწვდომია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბრაზილია, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, მექსიკა და ა.შ.შ. როდის იქნება განახლება ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებში უცნობია, თუმცა კომპანიის ცნობით ეს „უმოკლეს ვადებში“ მოხდება.

Leave your vote

0 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.