ფაქიზი ფული, ანუ Apple Card-ის შენახვის წესები

Apple-ის განცხადებით, კომპანიის ახალი პროდუქტის, ტიტანის Apple Card-ის ტყავის საფულეში ან ჯინსის შარვლის ჯიბეში შენახვის გამო შესაძლოა ბარათი ლაქებით დაიფაროს.

Engadget-ის ცნობით Apple-მა ბარათის მოვლისა და წმენდის მთელი სახელმძღვანელო გამოქვეყნა.

Apple-ის ოფიციალურ ინსტრუქციას თუ დავუჯერებთ, აღნიშნული „ტიტანის“ ბარათი ტყავს და ჯინსის ნაჭერს უნდა მოვარიდოთ. ინსტრუქციის ამ და სხვა რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ბარათს შესაძლოა გაუჩნდეს ლაქები, შეეცვალოს ფერი ან სულაც დაიკაწროს და გაქრეს ზედ დატანილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ბარათის შენახვა ასევე დაუშვებელია სხვა პლასტიკურ ბარათებთან ერთად, რადგან ერთმანეთზე მიდების შემთხვევაში Apple Card-ს შესაძლოა ნაკაწრები გაუჩნდეს. არაა სასურველი ბარათის მაგნიტის სიახლოვეს გაჩერება, რადგან ამან შესაძლოა ბარათის მაგინტური ხაზის განმაგნიტება გამოიწვიოს.

ცხადია ეს პრობლემები არ ატარებენ ფუნქციურ ხასიათს.  Apple Card-ი არ შეწყვეტს მუშაობას მხოლოდ იმის გამო, რომ მას ზედ ნაკაწრები, ლაქები თუ სხვა კვალი დაემჩნევა. საქმე იმაშია, რომ ტიტანის ბარათი ანგარიშსწორების გარდა მომხმარებლის სტატუსისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ ვირტუალური პლასტიკური ბარათის გარდა მომხმარებლებს ფიზიკური, ტიტანის ბარათის მიღებაც შეუძლიათ. ფიზიკურ ბარათზე თქვენ ვერ იპოვით ბარათის ნომერს, რადგან ის თქვენს iPhone-ში შეინახება. Apple-ში აღნიშნავენ, რომ მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებს კომპანია ვერ ხედავს და ის მხოლოდ iPhone-ში ინახება.

Leave your vote

0 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.