Outlook-მა iOS-ზე „Do not disturb“ რეჟიმის მხარდაჭერა მიიღო

რამდენიმე თვის წინ Microsoft-მა Outlook-ის მობილური აპლიკაციისთვის ახალი ფუნქციები დააანონსა, რომელთა შორის იყო რეჟიმი „არ შემაწუხოთ“ (Do not disturb). აღნიშნული ფუნქციის საშუალებით მომხმარებელს სმარტფონზე ან პლანშეტზე ახალი წერილის შესახებ შეტყობინებების მიღების დროის სურვილისამებრ მორგება სმარტფონის პარამეტრებისგან დამოუკიდებლად შეუძლია, რაც საკმაოდ საინტერესო იქნება სამსახურებრივი ანგარიშების შემთხვევაში. ამიერიდან Outlook-ის აპლიკაციაში  თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ სამუშაო საათების შემდეგ ან უქმეებზე სრულად გათიშოთ შეტყობინება ახალი წერილების შესახებ.

ამჟამად ფუნქცია მხოლოდ iOS მოწყობილობებზე და მხოლოდ Office 365-ის ანგარიშების შემთხვევაში მუშაობს.

შემოსული წერილების შესახებ შეტყობინებების მოსვლის კონტროლი აპლიკაციაში ელ.ფოსტის მისამართის გასწვრივ ზარის ხატულის გამოყენებით შეგიძლიათ. შეტყობინებების მოსვლის განრიგის დადგენა შესაძლებელია როგორც ერთი, ისე რამდენიმე ელ.ფოსტის მისამართისთვის ერთდროულად. მომხმარებელს განრიგის მრავალფეროვანი არჩევანი აქვს: სასურველი დღეების და საათების მიხედვით, შეტყობინებების გათიშვა ერთი საათით, შემდეგ დილამდე, კალენდარში ჩანიშნული ღონისძიების დროს ან განუსაზღვრელი დროით.

აღნიშნული ფუნქცია iOS-მდე Android-ში ერთი კვირით ადრე გამოჩნდა.

Outlook-ის გადმოწერა iOS მოწყობილობებისთვის App Store-დან.

Outlook-ის გადმოწერა Android მოწყობილობებისთვის Google Play-დან.

Leave your vote

0 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.