Samsung-მა საკუთარი ღრუბლოვანი სერვისებიდან OneDrive-ზე მომხმარებლების ფაილების მიგრაციის პროცესი დაიწყო

2019 წლის აგვისტოს თვეში Microsoft-მა და Samsung-მა თანამშრომლობის გაფართოების შესახებ განაცხადეს. ამის შედეგად Outlook-მა Android-ზე S Pen-ის ოპტიმიზაცია ხოლო Your Phone აპლიკაციამ Samsung-ის სმარტფონებში უფრო ღრმა ინტეგრაცია და სმარტფონის ეკრანის კომპიუტერზე ტრანსლირების ექსკლუზივი მიიღეს. ამჟამად კი ინტენსიურად ვითარდება Samsung Cloud-იდან Microsoft OneDrive-ზე მომხმარებლების მონაცემების მიგრაციის შესაძლებლობა. აღნიშნული სიახლე უკვე ხელმისაწვდომია Galaxy Note 10 / Note 10 + სმარტფონების მომხმარებლებისთვის, რომლებიც Android 10-ის ბეტა-ვერსიას იყენებენ.

Samsung-ის ფლაგმანების გალერეის პარამეტრებში  OneDrive-თან დაკავშირების და ფოტო-ვიდეომასალის სარეზერვო ასლის Microsoft-ის ღრუბლოვან საცავში განთავსების ოფცია გამოჩნდა. Samsung Cloud-დან მონაცემების გადატანისას OneDrive-ზე თქვენ იგივე მოცულობის საცავს მიიღებთ, რაც აქამდე გქონდათ. აღნიშნული სივრცე მთელი წლის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი, რის შემდეგაც საჭირო იქნება სივრცის შეძენა.

ყველამ, ვინც სივრცე Samsung Cloud-ზე შეიძინა,ბოლო თვის თანხას დაიბრუნებენ. მართალია, OneDrive-ზე გადასვლა ამ ეტაპზე სავალდებულო არ არის, თუმცა Samsung Cloud-ის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კომპანიაში ეს კარგად ესმით და ზუსტად ამიტომ მომხმარებლებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ დროულად გადაიტანონ საკუთარი მონაცემები OneDrive-ზე.

Leave your vote

2 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.