აშშ-ს მთავრობამ Apple-ის, Amazon-ის, Facebook-ის და Alphabet-ის ხელმძღვანელების პირად მიმოწერასთან წვდომა მოითხოვა

აშშ-ს კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა ოთხი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის— Amazon, Facebook, Apple და Alphabet-ის (Google)  წინააღმდეგ ანტიმონოპოლიურ გამოძიებას აწარმოებს.

რა ხდება?

კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეროლდ ნადლერის  თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტექნოლოგიური კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა ონლაინ-კომერციის და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მონოპოლია დაამყარეს. ვითარებაში გასარკვევად კონგრესმა Amazon, Facebook, Apple და Alphabet-ისგან კომპანიების საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა.

კერძოდ, საუბარია კონკურენციის პრაქტიკებსა და მნიშვნელოვან საქმიან გადაწყვეტილებებზე. კომიტეტში ამასთან ერთად ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელების ელექტრონულ ფოსტაში არსებული პირადი მიმოწერებითაც დაინტერესდნენ.  იურიდიული კომიტეტი ჯეფ ბეზოსის (Amazon), ტიმ კუკის (Apple), მარკ ზაქერბერგის (Facebook) და Alphabet-ის ძირითადი ფიგურების — ლარი პეიჯის, სერგეი ბრინისა და ერიკ შმიდტის მიმოწერის არქივზე სრულ წვდომას ითხოვს.

მთავრობა ასევე Facebook-ის შენაძენებით, მათ შორის Instagram, WhatsApp და ვებ-ანალიტიკის კომპანია Onavo-თი, Amazon-ის ალგორითმებითა და Google-ის სარეკლამო საქმიანობით დაინტერესდა. რაც შეეხება Apple-ს, კომიტეტის მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია App Store-ში უპირატესობას საკუთარ აპლიკაციებს ანიჭებს, რაც ანტიმონოპოლიურ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ყველა მოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტი და ხელმძღვანელების ელ.მიმოწერის არქივი კომიტეტს 14 ოქტომბრამდე უნდა მიაწოდონ.

Leave your vote

5 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.