Apple-მა iOS 13, watchOS 6, macOS Catalina და iPadOS 13 წარმოადგინა

დიდი ალბათობით Apple-ის ახალ პროდუქტებსა და მათ მახასიათებლებს თქვენ უკვე გაეცანით. ამიტომ აღნიშნულ სტატიაში გადავწყვიტეთ  პროგრამული უზრუნველყოფის სიახლეებზე გვესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, Apple წელს ოპერაციული სისტემების საკუთარ ნაკრებს სხვადასხვა დღეებში გამოუშვებს.

iOS 13 — 19 სექტემბერი

Golden Master, იგივე „ვაშლის RTM“ უკვე ხელმისაწვდომია დეველოპერებისთვის. ოფიციალური რელიზი კი 19 სექტემბერს, ახალი iPhone-ების გაყიდვების დაწყებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე შედგება. 30 სექტემბერს კი iOS 13.1-იც გამოვა.

მხარდაჭერილი მოწყობილობები: iPhone SE, iPhone 6S, iPhone 6S Plus, iPhone 7, iPhone 7 Plus, iPhone 8, iPhone 8 Plus, iPhone X, iPhone Xs, iPhone Xs Max, iPhone XR.

watchOS 6 — 19 სექტემბერი

iOS 13-თან ერთად watchOS 6-იც გამოვა, მაგრამ მხოლოდ Series 4 და Series 3-ისთვის.  რაც შეეხება Apple Watch 2 და Watch 3-ს, ისინი განახლებას „მოგვიანებით“ მიიღებენ. ჭკვიანი საათის 2015 წლის ვერსია სამწუხაროდ watchOS 6-ს არ მიიღებს.

მხარდაჭერილი მოწყობილობები: Apple Watch Series 1, Apple Watch Series 2, Apple Watch Series 3, Apple Watch Series 4.

iPadOS — 30 სექტემბერი

მართალია, iOS და iPadOS ძირითადად ერთი და იგივე სისტემას წარმოადგენენ, Apple-მა iPad-ების ოპერაციული სისტემის რელიზი სექტემბრის ბოლომდე გადადო. თქვენი iPad-ი ახალ ოპერაციულ სისტემას გუშინ დაანონსებული პლანშეტების გაყიდვის დღეს მიიღებს.

მხარდაჭერილი მოწყობილობები:  iPad mini 4, iPad mini 5, iPad Air 2, iPad Air 2019, iPad 2017, iPad 2018, iPad Pro 9.7, iPad Pro 10.5, iPad Pro 11, iPad Pro 12.5

macOS 10.15 Catalina — ოქტომბერი

სხვა ოპერაციული სისტემებისგან განსხვავებით Apple-მა ახალი macOS-ის გამოსვლის თარიღი პრეზენტაციის დროს არ დააზუსტა. კუპერტინო macOS 10.15-ის სტაბილური ვერსიის რელიზსს „დაახლოებით ოქტომბერში“ გეგმავს. შესაძლოა ეს დაკავშირებულია ოქტომბერში დაგეგმილ ღონისძიებასთან, სადაც წესით 16-დიუმიან MacBook Pro-ს და ახალ iPad Pro-ს ვიხილავთ.

მხარდაჭერილი მოწყობილობები: MacBook 2015 და უფრო ახალი, MacBook Air 2012 და უფრო ახალი, MacBook Pro 2012 და უფრო ახალი, Mac Mini 2012 და უფრო ახალი, iMac 2012 და უფრო ახალი, iMac Pro 2017 და უფრო ახალი, Mac Pro 2013 და უფრო ახალი.

Leave your vote

1 point
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.